არდადეგები მთავრდება - საქართველოს პარლამენტი მუშაობას 4 სექტემბერს განაახლებს

© Sputnik / Alexander Imedashviliმეცხრე მოწვევის პარლამენტი
მეცხრე მოწვევის პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს ბევრი სამუშაო მოუწევთ საშემოდგომო სესიის ფარგლებში, რომელიც მომდევნო კვირიდან დაიწყება

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი მუშაობას 4 სექტემბერს განაახლებს — საკანონმდებლო ორგანოს საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნება.

დაგროვების „ხიბლი“ და „რისკი“… ანუ როცა არჩევანი არ არის! >>

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევამდე გრძელდება.

იმის გათვალისწინებით, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს არის დანიშნული, საკანონმდებლო ორგანო საქმიანობას სექტემბრის ბოლომდე წარმართავს, არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში კი მუშაობას შეწყვეტს. არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ საკანონმდებლო ორგანო მუშაობას განაახლებს.

Марихуана - Sputnik საქართველო
HRW საქართველოში მარიხუანის ლეგალიზაციას ეხმაურება

მომავალი სესია დეპუტატებისთვის ადვილი არ იქნება. მათ უზენაესი სასამართლოს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების არჩევა მოუწევთ.

გარდა ამისა, არჩევნებამდე დეპუტატებმა კანონმდებლობა შესაბამისობაში უნდა მოიყვანონ კონსტიტუციაში მიღებული ცვლილებებთან, ასევე მიიღონ ახალი რეგულაციები, რომლებიც ნარკოტიკების მოხმარება-შენახვა-შეძენა-გასაღებას ეხება.

საშემოდგომო სესიაზე პარლამენტმა ასევე 2019 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს, თანაც თავდაცვაზე გაზრდილი ხარჯების, სამინისტროების შერწყმის და პენსიონრების წინაშე აღებული ვალდებულებების გათვალისწინებით.

2019 წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტმა მშპ-ს 2% უნდა შეადგინოს, ხოლო პენსია 50 ლარით გაიზარდოს. 

ოქტომბრიდან ძალაში შევა კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“, რომლის თანახმად პენსიონრებს, რომლებიც პენსიაზე გასვლამდე შესაბამის შენატანებს აკეთებდნენ, სახელმწიფომ ყოველთვიურად უნდა უხადოს მათი ხელფასის 2%. სისტემა სავალდებულო გახდება 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისათვის, ხოლო დანარჩენებისთვის — ნებაყოფლობითი იქნება.

თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებაზე მშპ-ს 2% დაიხარჯება > >

გარდა ამისა, მთავრობის დაპირებების თანახმად, 2019 წელს უნდა გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა, პოლიციამ და მეხანძრეებმა უნდა მიიღონ ბინები და შეღავათები, გაგრძელდეს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამა და განვითარდეს განათლების სისტემა.


ყველა ახალი ამბავი
0