საქართველოში 1 სექტემბერს კიდევ ერთი სამხედრო სწავლება დაიწყება

© courtesy of Giorgi Margvelashviliსამხედრო სწავლება ვაზიანში
სამხედრო სწავლება ვაზიანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
წვრთნებში ცხრა ქვეყნიდან სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ მონაწილეობას

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლება „მტკიცე სული“ (Agile Spirit 2018) საქართველოში 1-11 სექტემბერს გაიმართება, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მრავალეროვნული სწავლება ქალაქ სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპული სარდლობის ლიდერობით ჩატარდება. სწავლების სცენარი ემყარება თავდაცვის, შეტევისა და სტაბილურობის ოპერაციებს.

სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს წევრი გახდება >>

მიმდინარე წელს სწავლებაში, საქართველოს გარდა, ცხრა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას — აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, ლატვია, საბერძნეთი, უკრაინა, თურქეთი, ჩეხეთი, ესტონეთი. 2017 წლის სექტემბერში შვიდი ქვეყანა მონაწილეობდა.

წვრთნები „ღისრსეული პარტნიორი-2018“ - Sputnik საქართველო
„ღირსეული პარტნიორი 2018“-ის ფარგლებში ვაზიანში საველე სწავლებები დაიწყო

Agile Spirit 2018-ის მიზანია სწავლებაში მონაწილე ქვედანაყოფების ურთიერთთავსებადობის დახვეწა და სამეთაურო რგოლის ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესება. Agile Spirit 2018 კომპიუტერული სიმულაციური სისტემების (JCATS/MTWS) მხარდაჭერით, ძალების მიზიდვის გარეშე განხორციელდება. 

სწავლებას მხარს დაუჭერს „ნატო-საქართველოს შეფასების ერთობლივი ცენტრი“ (JTEC), სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობა, სპეციალური ოპერაციების ძალები, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვა.

„მტკიცე სული“, რომელიც 2011 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ნატოსა და აშშ-თან საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს. ამ სწავლების ფარგლებში ქართველის სამხედოები საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მომზადებას გადიან.

სწავლების მიზანია ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნის მიზნით ბრიგადის დონეზე სამეთაურო-საშტაბო სწავლების დაგეგმვა და ჩატარება.

მოსკოვი უკმაყოფილოა საქართველოში მიმდინარე ნატოს სამხედრო სწავლებით >>

რუსეთი საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავების კატეგორიული წინააღმდეგია. როგორც უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, სამხრეთ კავკასიაში შენარჩუნებულია არასტაბილურობა, რომელიც, მათ შორის, პროვოცირებულია საქართველოს ნატოში გაძლიერებისა და შემდეგ უკვე, ალიანსის მეშვეობით — რეგიონში გაძლიერების მცდელობით.

Agile Spirit-ის გარდა, საქართველოში ყოველწლიურად იმართება საერთაშორისო სამხედრო წვრთნები Noble Partner („ღირსეული პარტნიორი“). ბოლოს ის 2018 წლის 1-15აგვისტოს გაიმართა. მასში მონაწილეობდა 3 ათასზე მეტი სამხედრო 13 ქვეყნიდან – საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიტვა, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი. გარდა ამისა, ჩართული იყო ამერიკული ავიაცია და გერმანული ჯავშანტექნიკა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0