ბახტაძე: საზღვარგარეთის პასპორტის გაუქმება უკრაინასთან თანამშრომლობას გააღრმავებს

© FB / Mamuka Bakhtatdzeსაქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობა სხვადასხვა ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის ID–ბარათით გამგზავრების საკითზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. უკრაინაში და საქართველოში ორი ქვეყნის მოქალაქეების გამგზავრება შიდა პასპორტებით — ID–ბარათებით ორმხრივი ურთიერთობების უფრო მეტ გაღრმავებას და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, განაცხადა ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

ოთხშაბათს პირველმა არხმა უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს და უკრაინის მთავრობები მიმდინარე წლის სექტემბერში ნიუ–იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე შეთანხმების ხელმოწერას გეგმავენ, რომლის თანახმად ამ ქვეყნებში მოგზაურობისთვის საზღვარგარეთის პასპორტი საჭირო აღარ იქნება.

Boeing 737-900EA - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში საზღვარგარეთის პასპორტის გარეშე შეძლებენ გამგზავრებას

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ ჩვენ ორმხრივი ურთიერთობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ. ამავე დროს, ეს დაეხმარება ტურიზმის განვითარებას და ზოგადად, ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ამასთან ერთად, ჩვენ ვიხილავთ ანალოგიური მიდგომის გამოყენებას სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც და უახლოეს მომავალში გაცნობებთ ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იდეა საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებისთვის ორივე ქვეყანაში მიმოსვლისთვის საზღვარგარეთის პასპორტის გაუქმების შესახებ 2017 წლის ნოემბერში უკრაინის პრემიერ–მინისტრმა ვლადიმირ გროისმანმა თბილისში ვიზიტისას გააჟღერა.

მიმდინარე წლის თებერვალში ასევე ცნობილი გახდა, რომ ორივე ქვეყნის მთავრობა მუშაობს აგრეთვე მართვის მოწმობის ორმხრივი აღიარების და გაცვლის საკითხზე.

საქართველოში ორმაგი მოქალაქეობა შემოიღეს >>

პირადობის ახალი მოწმობები საქართველოში 2011 წელს გამოჩნდა. მისი საშუალებით შესაძლებელია ადამიანის დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით იდენტიფიცირება, საქართველოში იურიდიული ძალის მქონე ელექტრონულ დოკუმენტებზე ციფრული ხელმოწერის გაკეთება. 

დღეისთვის  ID–ბარათით საქართველოს და თურქეთის მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა უპრობლემოდ შეუძლიათ. საქართველო–თურქეთის საზღვრის გამარტივებული წესით გადაკვეთა ძალაში 2011 წლიდან შევიდა.


ყველა ახალი ამბავი
0