საქართველოს პირველი პირები სენატორ მაკკეინის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოხატავენ

© FB / Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.

გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ჯონ მაკკეინი საქართველოს ეროვნული გმირია და მის ღვაწლს ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს.

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი - Sputnik საქართველო
გარდაიცვალა სენატორი ჯონ მაკკეინი

„ქართველმა ხალხმა დაკარგა დიდი მეგობარი, რომელიც ყოველთვის გვერდში ედგა ჩვენს ქვეყანას. ჯონ მაკკეინი სიცოცხლეშივე იქცა პატრიოტიზმის, სიმართლისათვის ბრძოლის, ღირებულებებისათვის თავგანწირვისა და შემართების სიმბოლოდ, რომელიც საკუთარი შეუპოვრობით სამაგალითო იყო მთელი მსოფლიოსათვის. მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე განუზომელია, ფასდაუდებელია მისი თანადგომა ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე რთულ და მძიმე დღეებში… გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს და მთელ ამერიკელ ხალხს“, — ნათქვამია პრეზიდენტის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც. ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის სახელით ამერიკელ ხალხს, გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ამერიკელი სენატორის, საქართველოს გამორჩეული მეგობრის, ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო. ჯონ მაკკეინს დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებაში. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ამერიკელ ხალხს, გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს“, — ნათქვამია ირაკლი კობახიძის  ოფიციალურ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ის სენატორი ჯონ მაკკეინი - Sputnik საქართველო
აშშ-ის სენატორ ჯონ მაკკეინს ანაპოლისში დაკრძალავენ

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 25 აგვისტოს აშშ-ის დროით დღის 04:28 საათზე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. 24 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკკეინმა, რომელიც თავის ტვინის სიმსივნეს ებრძოდა, სპეციალურ მკურნალობაზე უარი განაცხადა. ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნის დიაგნოზი —გლიობლასტობა გასული წლის ზაფხულში დაუსვეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მაინც სჭირდებოდა დამატებითი მკურნალობა.

მაკკეინის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მისმა წინამორბედმა ბარაკ ობამამ, ასევე პენტაგონის ხელმძღვანელმა ჯეიმს მეტისმა.


ყველა ახალი ამბავი
0