საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანს აგვისტოს ბოლოს ესტუმრება

© Sputnik / Levan Avlabreliმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბაქოში რამდენიმე შეხვედრას გამართავს

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 30 აგვისტოს აზერბაიჯანში ვიზიტით გაემგზავრება, იუწყება Новости-Грузия საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

ანგელა მერკელი და მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
საჩუქარი კანცლერს: დრეზდენის მუზეუმიდან დაკარგული ნახატი გერმანიაში ბრუნდება

„ვიზიტი 30 აგვისტოს შედგება. ეს იქნება პრემიერის ოფიციალური ვიზიტი“, — განაცხადა პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

ვიზიტის სხვა დეტალები, როგორც ქართველი პრემიერის დღის წესრიგი ჯერჯერობით არ კონკრეტდება.

თავის მხრივ, „Sputnik-აზერბაიჯანი“ Report-ზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ შეხვედრებზე განიხილება ქვეყნებს შორის სტრატეგიული საპარტნიორო კავშირების შემდგომი განმტკიცება, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესები, მსხვილმასშტაბიანი ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების პერსპექტივები.

ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს სექტემბერში ეწვევა >>

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დამყარდა. მას შემდეგ, ქვეყნები მჭიდროდ ითანამშრომლებენ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კუთხით. დღეს აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია — ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 882 მილიონ დოლარი შეადგინა.


ყველა ახალი ამბავი
0