საჩუქარი კანცლერს: დრეზდენის მუზეუმიდან დაკარგული ნახატი გერმანიაში ბრუნდება

© FB / Mamuka Bakhtadzeანგელა მერკელი და მამუკა ბახტაძე
ანგელა მერკელი და მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტილო, რომელიც 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ დაკარგულა მუზეუმიდან, თავდაპირველად საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ინახებოდა, ხოლო შემდეგ საქართველოში აღმოჩნდა. 

თბილისი, 24 აგვისტო - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს საჩუქრად გადასცა მე-17 საუკუნის ნახატი, რომელიც დრეზდენის მუზეუმიდან იყო დაკარგული.

აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას თავად კანცლერი მერკელი ავრცელებს, რომელმაც საჩუქრის გადაცემის ამსახველი ფოტო საკუთარ „ინსტაგრამზე“ ატვირთა. 

ტელეარხ „იმედის“ ინფორმაციით, ტილო, რომელიც 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ დაკარგულა მუზეუმიდან, თავდაპირველად საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ინახებოდა, ხოლო შემდეგ საქართველოში აღმოჩნდა. 

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელმაც უკვე დატოვა ქვეყანა, საქართველოს გუშინ ესტუმრა ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0