11:50 19 აგვისტო 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.9344
  • 100 RUB3.8267
  • USD2.5779
სოხუმი

მოსახლეობა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საკუთარი ქონების დარეგისტრირებას შეძლებს

Sputnik
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
89 0 0

საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებული ქონების დეკლარირებამდე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მკვიდრთ მისი გაყიდვა აუკრძალა

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავრობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე დარჩენილი საკუთარი ქონების დეკლარირების საშუალებას აძლევს.

შესაბამისი დადგენილება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდა.

საკუთარი ქონების დეკლარირებისთვის იძულებით გადაადგილებულმა პირმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უნდა მიმართოს. ამისთვის კი აუცილებელია დეკლარაციის შევსება და პირადი მონაცემების, ფაქტობრივი საცხოვრებლისა და მუდმივი საცხოვრებლის მისამართის მითითება, ასევე უძრავ ქონებაზე საკუთრების ან მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ზუსტი მისამართის და ფართობის დასახელება და არსებობის შემთხვევაში ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

„მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს" — პრემიერი კონფლიქტების მოგვარებაზე>>>

გარდა ამისა, დეკლარაციაში აუცილებელია ოჯახის წევრების მითითება.

დეკლარაციის მიღების შემდეგ, სამინისტროს შესაბამის სამსახური აერო და კოსმოსური გადაღებებით მიღებული მონაცემების დამუშავების საფუძველზე, შეადგენს საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს 1: 500 მასშტაბით.

დეკლარაციის შევსებიდან ერთი თვის განმავლობაში საკადასტრო გეგმა იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შევა. ამის შემდეგ იძულებით გადაადგილებული პირები შეძლებენ ცნობის მიღება ქონების აღრიცხვის შესახებ, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ ქონების დარეგისტრირების საფუძველი გახდება.

რეგისტრაციამდე აღნიშნულ ქონებასთან მიმართებით ნებისმიერი ქმედება აკრძალულია.

„მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ელექტრონული ბაზა ჰქონდეს და მოხდა დიგიტალიზაცია. მათ (იძულებით გადაადგილებულ პირებს — რედ.) ხელშეუვალი უფლება აქვთ დაბრუნებაზე და ამ უფლების რეალიზების შემდეგ ეს იქნება საფუძველი, რათა მათ ჰქონდეთ უფლება ქონებაზე", — განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, პროგრამა 67 ათას ოჯახს შეეხება. ქონების დეკლარირებას იძულებით გადაადგილებული პირები 2018 წლის 31 დეკემბრამდე შეძლებენ.

მთავარი თემები