„ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – პოლიტიკოსი პრეზიდენტობისთვის ბრძოლას ახალი სახელით გეგმავს

© FB / Girchiზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელის შეცვლის შემთხვევაში ზურაბ ჯაფარიძე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილოების მიღებას როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი ისე შეძლებს.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. პოლიტიკური გაერთიანება „პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სახელის შეცვლას გეგმავს. 

„ხვალ ოფიციალურად მივმართავ იუსტიციის სამინისტროს, რომ ჩემს სახელს დაემატოს ე.წ middle name —  „გირჩი" ანუ, რომ გავხდე — ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. ამ გზით გირჩი მოხვდება საარჩევნო ბიულეტენში“, — დაწერა პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ საკუთარ Facebook-გვერდზე. 

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ზურაბ ჯაფარიძეც მიიღებს>>>

როგორც ჯაფარიძემ განმარტა, მას ცესკომ უკვე  დაუდასტურა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად ვერ იქნება  გირჩი / Girchi-ს კანდიდატი, რადგან პარტიამ რომ კანდიდატი დააყენოს, ის წინა არჩევნებზე უნდა იყოს რეგისტრირებული. 

„ამ წესს ცესკო ვერ ცვლის, პარლამენტის შესაცვლელიაო, ჩემთვის და „გირჩელებისთვის“ პრინციპული საკითხია, რომ ბიულეტენში ეწეროს გირჩი, საბოლოო ჯამში ჩემთვის ხმის მიცემა, „გირჩისთვის“ ხმის მიცემაა, რადგან ცალკე აღებული ჯაფარიძე არ უდრის „გირჩს“,- აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.  

ცესკოს შენობა - Sputnik საქართველო
ცესკომ ოფიციალურად წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატების სია გამოაქვეყნა

სახელის შეცვლის იდეა  ჯაფარიძის თანაპარტიელ დათო როგავას ეკუთვნის, ხოლო მისი განხორციელება  „გირჩის“ ლიდერმა გადაწყვიტა. მისი განცხადებით, ქართული საარჩევნო კანონმდებლობა საკუთარ თავზე აქვთ მორგებული მსხვილ პარტიებს, რომლებიც  როგორც მსხვილი ბიზნესი, ხელს უშლიან პატარა მოთამაშეების პოლიტიკურ ბაზარზე დამკვიდრებას, რისი გამოხატულებაცაა აღნიშნული კონკრეტული შემთხვევაც. 

ზურაბ ჯაფარიძე იდეის განხორციელების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართავს. 

„ვიცი რომ ასეთი ცვლილებების რეგისტრაციისთვის 60 დღე გაქვთ, თუმცა, ჩემს შემთხვევაში მგონი ყველასთვის ნათელია, რომ ამ ცვლილებას არ ვითხოვ საკუთარი რეალური იდენტობის დამალვის და წარსული ცოდვების მიჩქმალვის მიზნით. შესაბამისად, იქნებ სწრაფად განახორციელოთ ამ საქმის ადმინისტრაციული წარმოება, რათა 1 სექტემბრიდან მომეცეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პროცედურების ვადებში განხორციელებისა და კამპანიის სრულფასოვნად წარმართვის შესაძლებლობა“, — აცხადებს  ზურა ჯაფარიძე. 

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, მისთვის ასევე ცნობილია, რომ სახელის შეცვლა კანონმდებლობით მხოლოდ ერთხელ არის ნებადართული და, შესაბამისად,  გირჩი სიცოცხლის ბოლომდე დარჩება მის middle name-ად. 

„ბრძოლა არა მარიხუანისთვის, არამედ თავისუფლებისთვის“ — ოპოზიცია გამარჯვებას ზეიმობს>>>

როგორც პოლიტიკურ გაერთიანებაში აღნიშნავენ,  სახელის შეცვლის შემთხვევაში ზურაჯ ჯაფარიძე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილოების მიღებას როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი ისე შეძლებს. პრეზიდენტობის კანდიდატად კი  მას  საინიციატივო ჯგუფი წარადგენს.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს ჩატარდება. 

კანდიდატების რეგისტრაცია 28 სექტემბერს დამთავრდება, ხოლო ცესკოში  განაცხადის შეტანა პრეზიდენტობის მსურველებს 8 სექტემბრამდე შეუძლიათ.


ყველა ახალი ამბავი
0