მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

© FB / Mamuka Bakhtatdzeმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტი ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრით დაიწყება.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გიორგი მარგველაშვილი და იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს წევრი გახდება

მამუკა ბახტაძე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 20 ივნისს გახდა, გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ.

უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობის მეთაური ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტით 18-20 ივლისს გაატარებს.

სამუშაო ვიზიტი ბელგიის სამეფოში დღეს ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრით დაიწყება, რის შემდეგაც საინფორმაციო საშუალებებისთვის განცხადებები გაკეთდება.

ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში შეიტანა>>>

ხვალ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი უმასპინძლებს. საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე შეხვედრებს გამართავს ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერთან, ევროკომისართან ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანთან, ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომთან და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ვალდის დომბროვსკისთან.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია არიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0