თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებაზე მშპ-ს 2% დაიხარჯება

© Sputnik / Levan Avlabreliსაბრძოლო მომზადების ცენტრის გახსნა ვაზიანში
საბრძოლო მომზადების ცენტრის გახსნა ვაზიანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
2018 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 802 მილიონ ლარს შეადგენს

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს შეადგენს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

თავდაცვის სამინისტროში უამრავი რეფორმა იგეგმება და ხორციელდება. შაბათს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ ოქტომბრიდან დაიწყება აქტიური რეზერვის პროექტი, შემდეგ კი შეიარაღებული ძალების სრული რეფორმირება იგეგმება. 

გიორგი მარგველაშვილი და იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს წევრი გახდება

„ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე გავამახვილებთ ყურადღებას. პირველ რიგში, ეს გახლავთ ტოტალური თავდაცვის კონცეფცია და სამი კვირის წინ, მე ამაზე დეტალურად ვისაუბრე. ეს გახლავთ სამხედრო რეზერვის ჩამოყალიბება, რომლის საპილოტე პროექტი მიმდინარე წელს დაიწყება და, რა თქმა უნდა, სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, სადაც ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პოტენციალი, რომელსაც სჭირდება გამოყენება. უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება ყოველწლიურად უნდა იყოს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%“, — განაცხადა ბახტაძემ.

დღეისათვის თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 802 მილიონ ლარს შეადგენს.

მოსკოვის გაფრთხილება: საქართველოს ნატოში შესვლას შედეგები მოჰყვება >>

თავდაცვის დაფინანსება მშპ-ს 2%-ის ოდენობით ნატოს სტანდარტს წარმოადგენს. ნატოში შესვლა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ნატოში ახალი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მიღების შემთხვევაში რუსეთი ზომებს მიიღებს.

საქართველო–ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" წევრი გახდა. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან უფრო ინტენსიური გახდა. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსში გამართულ სამიტზე საქართველოს ნატოს წევრობისკენ სწრაფვის მხარდამჭერ ღონისძიებათა პაკეტი დამტკიცდა.

რაც შეეხება ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა, როდესაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, ხოლო ამის საპასუხოდ თბილისმა ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.


ყველა ახალი ამბავი
0