17:32 26 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0798
  • 100 RUB3.9875
  • USD2.6184
ქართული არმია

ისრაელი საქართველოს სამხედრო გამოცდილებას გაუზიარებს

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს თავდაცვა (123)
91 0 0

ისრაელის სამხედროები ქართველ კოლეგებს ტოტალური თავდაცვის კონცეფციის საკუთარ ხედვას წარუდგენენ

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ისრაელი საქართველოს სამხედრო რეზერვისა და მობილიზაციის სფეროში თავის გამოცდილებას გაუზიარებს, აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოში 1 ივნისიდან რეზერვის სამსახურის ახალი სისტემა მოქმედებს, რომელიც ორ სახეობად იყოფა – აქტიურ რეზერვად და სამობილიზაციო რეზერვად.

თბილისში ვიზიტით იმყოფებიან ისრაელის თავდაცვის არმიის წარმომადგენლები ადამიანური რესურსების დაგეგმვისა და მართვის განყოფილების უფროსის, ბრიგადის გენერალ ერან შანის ხელმძღვანელობით.

„ჩვენ ვისაუბრეთ და გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი შეხედულებები ტოტალურ თავდაცვასთან დაკავშირებით; შევეხეთ აგრეთვე რეზერვისა და მობილიზაციის სისტემას. დღევანდელი დღით არ შემოიფარგლება ჩვენი შეხვედრა. ხვალაც გავაგრძელებთ სამუშაო რეჟიმში შეხვედრას და მოვისმენთ მათი მხრიდან საინტერესო პრეზენტაციებსაც პრეზენტაციებს რეზერვისა და მობილიზაციის სისტემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე შალვა ჯაბახიძემ.

ისრაელის დელეგაცია საქართველოში ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას მოწვევით ჩამოვიდა, რომელიც ამა წლის მაისში ისრაელში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

„ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება. ჩვენ, ჩვენი მხრივ, გაგიზიარებთ გამოცდილებასა და ცოდნას, რაც ქართულ არმიას გამოადგება. ასევე ჩვენ ვიღებთ გამოცდილებას საქართველოს შეიარაღებული ძალებისგან, ვსწავლობთ ერთმანეთისგან და ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ“, – განაცხადა შანმა.

ისრაელის დელეგაცია თბილისში შეხვედრებს მართავს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან. დელეგაცია ასევე ეწვია ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIB).


თემები:
საქართველოს თავდაცვა (123)

მთავარი თემები