ქართველი სამხედროები მონაწილეობენ წვრთნებში Sea Breeze 2018

გამოწერა
წვრთნების ფარგლებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები აიმაღლებენ ცოდნას ოპერაციების მართვისა და ინფორმაციების გაცვლის შესაძლებლობების მიმართულებით.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ქართული სამხედრო 50-კაციანი დელეგაცია უკრაინაში მონაწილეობს მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში Sea Breeze 2018, აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში

უკრაინულ–ამერიკული სწავლება ოდესაში ოფიციალურად ორშაბათს დაიწყო და 22 ივლისამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობენ შავი ზღვის აუზის, ასევე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო–საზღვაო ძალების წარმომადგენლები.

საქართველოს გარდა, წვრთნებში მონაწილეობენ სამხედროები დანიიდან, ბულგარეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან, კანადიდან, ესტონეთიდან, მოლდოვიდან, ლიტვიდან, ნორვეგიიდან, შვედეთიდან, პოლონეთიდან და რუმინეთიდან.

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი - Sputnik საქართველო
საუკეთესო მოსწავლე კლასში: ევროკომისარმა საქართველო შეაქო

სწავლების მიზანს წარმოადგენს საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე შავი ზღვის აუზისა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება. 

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ცოდნას აიმაღლებენ ოპერაციების მართვისა და ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობებში, ასევე მიიღებენ გამოცდილებას როგორც წყალზედა, წყალქვეშა, ნაღმსაწინააღმდეგო, ამფიბიური და ჰაერსაწინააღმდეგო მოქმედებების მიმართულებებით.

ქართველი სამხედროები სწავლებაში Sea Breeze უკვე მეორე წელია ზედიზედ მონაწილეობენ.

სწავლება Sea Breeze უკრაინისა და აშშ–ის თავდაცვის უწყებებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის შესაბამისად 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. სწავლების ჩასატარებლად ძირითადი ტერიტორიაა შავი ზღვა და სამხრეთ უკრაინის პოლიგონები, მაგრამ წვრთნები რამდენჯერმე ხმელთაშუა ზღვაშიც ჩატარდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0