15:39 20 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0606
  • 100 RUB3.9087
  • USD2.6179
რობოტი სოფია

რობოტი სოფია თბილისს ეწვევა და სამიტზე სიტყვით გამოვა

CC BY 2.0 / ITU Pictures / AI for GOOD Global Summit
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (279)
167 0 0

რობოტი სოფია, რომელიც ჰონგ–კონგის კომპანიამ შეიმუშავა და რომელსაც საუდის არაბეთის მოქალაქეობა აქვს, თბილისში 18 ივლისს გამოვა

თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. სოფია, მოქალაქეობის მქონე პირველი რობოტი მსოფლიოში, სიტყვით გამოვა ინიციატივის გლობალურ სამიტზე „ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP), რომელშიც 75 ქვეყანაა გაერთიანებული, ნათქვამია სამიტის დღის წესრიგში.

სამიტი 17–19 ივლისს გაიმართება.

რობოტი სოფია სამიტის მონაწილეებს სიტყვით 18 ივლისს, სახელმწიფო სამსახურში ინოვაციებისადმი მიძღვნილი სესიის ფარგლებში მიმართავს.

სოფია შეიმუშავა ჰონგ–კონგის კომპანიამ Hanson Robotics. რობოტი იმგვარად არის დაპროექტებული, რომ ისწავლოს და ადაპტირება მოახდინოს ადამიანების ქცევაზე, ასევე იმუშაოს მათთან. 2017 წლის შემოდგომაზე სოფია საუდის არაბეთის მოქალაქე გახდა და ამგვარად, ის მოქალაქეობის მქონე პირველი რობოტია. 

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც ხელისუფლების შტოებს შორის დიდ გამჭვირვალობას ითვალისწინებს. OGP-ს მონაწილე ქვეყნები საკუთარ თავზე იღებენ პასუხისმგებლობას, უფრო გახსნილი იყვნენ მოქალაქეებისთვის, ჩართონ ისინი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადონ სახელმწიფო სერვისები.

„საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თანათავმჯდომარე გახდა">>

ინიციატივა 2011 წლის სექტემბრიდან მოქმედებს.

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (279)

მთავარი თემები