უმრავლესობის სხდომა: პრემიერის გადადგომა უქმდება

© Sputnik / Alexander Imedashvili„ქართული ოცნების“ ოფისი
„ქართული ოცნების“ ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მსჯელობის საგანი გაამხილა

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. პარლამენტის დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და გაეროს საბავშვო ფონდის (UNICEF) კვლევის შედეგები, და არა სამთავრობო ცვლილებები, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

კვირიკაშვილმა დონალდ ტრამპის წერილი მიიღო >>

სამშაბათს მედიაში გაჩნდა ვარაუდი, რომ მმართველ პარტიაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას განიხილავენ. რადიოსადგურ „პირველმა რადიომ“ ივარაუდა, რომ კვირიკაშვილთან ერთად იუსტიციის, ეკონომიკის, საგარეო საქმეთა და კულტურის მინისტრები გადადგებიან.

„უმრავლესობის სხდომაზე ჩვენ განვიხილეთ ყველა მიმდინარე საკითხი და მოვლენები, რომელიც ბოლო პერიოდში ვითარდებოდა ქვეყანაში, განვიხილეთ გაერო-ს ეგიდით ჩატარებული კვლევის შედეგები მოსახლეობის კეთილდღეობის შესახებ. ბევრი ადამიანი კვლავ ელოდება ხელისუფლებისგან ქმედით დახმარებას და ჩვენ ველოდებით მთავრობისგან კონკრეტულ სამოქმედო გეგმას. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებების საკითხს, ეს არ ყოფილა უმრავლესობის სხდომის დღის წესრიგში განხილვის საგანი“, — განაცხადა თალაკვაძემ სამსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
სარალიძე მინისტრების გადადგომას ერთ კვირაში ელოდება

UNICEF-მა სამშაბათს გამოაქვეყნა კვლევა სახელწოდებით „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა 2017“. დოკუმენტში განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა ეკონომიკა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, სიღარიბის დონე, ბავშვები.

UNICEF-ის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას სიღარიბის მაღალი დონე წარმოადგენს. თუ 2015 წელს მოსახლეობის 2,1% სიღარიბის ზღვარს მიღმა იყო, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 5%-მდე გაიზარდა.

ამასთან, ყველაზე ქართული საზოგადოების დაუცველ ფენას ბავშვები წარმოადგენენ. UNICEF-ის მონაცემებით, საბავშვო ბაღების საჭირო რაოდენობის არარსებობის გამო, 14000-მდე ბავშვი სკოლამდელი განათლების გარეშე დარჩა.

ზვიად კუპრავას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა >>

ამასთან, ბოლო წლებში 2,7%-დან 18,2%-მდე გაიზარდა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა, ვინც რეგულარულად იტარებს სამედიცინო გამოკვლევებს.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, მისი შესაძლო გადადგომის შესახებ საუბარი დაიწყო პროტესტის ტალღის ფონზე, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეს უკავშირდება.

16 წლის დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე გასული წლის 1 დეკემბერს მასობრივ ჩხუბს შეეწირა. ნახევარი წლის შემდეგ სასამართლომ ჩხუბის ორ მონაწილეს განაჩენი გამოუტანა. ერთი დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ აღიარეს, მეორე — მხოლოდ სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. ამგვარად, ექვსი წლის შემდეგ ისევ უცნობი რჩება, ვინ მოკლა სარალიძე.


ყველა ახალი ამბავი
0