„დიდება საქართველოს“ - დალია გრიბაუსკაიტეს მილოცვა ქართულად

© Sputnik / Shota Nozadzeსაქართველოს დამოუკიდებლობის დღე
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 249 ახალწვეულმა საქართველოს მასშტაბით სამხედრო ფიცი დადეს

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე ქართულ ენაზე მიულოცა.

დალია გრიბაუსკაიტემ ქართველ ხალხს თბილისში, თავისუფლების მოედანზე სამხედრო ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ მიმართა.

„გამარჯობა საქართველოს, ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას 100 წლისთავს. ამიერიდან ჩვენ თქვენ ქვეყანას საქართველოს ვუწოდებთ, ეს ჩვენი სიმბოლური საჩუქარია თქვენდამი. დიდება საქართველოს”, – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

ცერემონია საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამშვიდობო მისიებში დაღუპულთა ხსოვნის წუთიერი დუმილით დაიწყო.

საზეიმო ღონისძიებაში აშშ-ის, გერმანიის, თურქეთის, ლატვიის და უკრაინის მედროშეები მონაწილეობდნენ. ფიცის დადების ცერემონიას ლიეტუვიდან მოწვეული ორკესტრი აფორმებდა.

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ ლატვიის, ლიეტუვის, ფინეთის, სომხეთის, სლოვაკეთის და პოლონეთის პრეზიდენტები, ევროკომისიის თავმჯდომარე, საქართველოს პირველი პირები, მთავრობის წევრები, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ქვეყნის დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სულ ორნახევარი წელიწადი იარსება. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღადგინა.


ყველა ახალი ამბავი
0