ბურჯანაძე: პუტინი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას არ გეგმავს

© Sputnik / Alexander Imedashviliნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო ბურჯანაძემ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შესახებ დაგვიანებული უწოდა

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი, ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გამორიცხავს.

მარგველაშვილმა, რომლის საპრეზიდენტო ვადა 2018 წლის შემოდგომაზე იწურება, გასულ კვირას განაცხადა, რომ „ოცნებობს იმ დროზე, როცა რუსეთის ლიდერს დაელაპარაკება".

პარლამენტი - Sputnik საქართველო
თამარ ხულორდავა: საქართველომ რუსეთთან კომუნიკაცია უნდა შეინარჩუნოს

„რუსეთის მხრიდან არაფერი არ იგეგმება. გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში ოთხი წელი იყო და რუსეთის ლანძღვა-გინების მეტი არაფერი გაუკეთებია. მას ხელახლა არჩევის არანაირი შანსი არ აქვს. მარგველაშვილმა განცხადების გაკეთება ოთხი წლით დააგვიანა და ეს აბსოლუტურად არასერიოზული განცხადებაა. ეს მისი მხრიდან პიარ ნაბიჯი იყო და მეტი არაფერი", – განაცხადა ბურჯანაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო
მოსკოვი აცხადებს, რომ საქართველოს ნატოსთან დაახლოებას „ადეკვატური ზომებით" უპასუხებს

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კარასინმა აღნიშნა, რომ შეხვედრა თეორიულად ყველა დონეზე, მათ შორის, უმაღლეს დონეზეც არის შესაძლებელი, მაგრამ ამისთვის კარგად მომზადებაა საჭირო.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისის გადაწყვეტილებით შეწყდა მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.

ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში წარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0