06:08 22 მაისი 2018
პირდაპირი ეთერი
პატრიოტთა ალიანსი

რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკთხზე „პატრიოტები" „ქართულ ოცნებასთან" ითანამშრომლებენ

© Sputnik / Denis Aslanov
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ქართულ-რუსული ურთიერთობები (177)
4510

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა

თბილისი, 17 მაისი — Sputnik.  თბილისსა და მოსკოვს შორის კავშირების დასამყარებლად ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ მზადაა მმართველ პარტია „ ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობაზე წავიდეს, იუწყება РИА Новости  „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის წევრ ადა მარშანიაზე დაყრდნობით. 

ქართველმა დეპუტატებმა ხუთშაბათს დსთ-ის, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირის საკითხებში სახელმწიფო სათათბიროს  კომიტეტის წევრებთან შეხვედრა გამართეს, რომელზეც განიხილეს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ავიამიმოსვლის საკითხები. მანამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით რუსეთთან დიალოგის განახლების იმედი გამოთქვა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის.  ჩვენ უმრავლესობის ფრაქციასაც ვთხოვეთ, რომ ჩვენი დელეგაციისთვის ოფიციალური სტატუსი მიენიჭებინათ – რომ ჩვენ ოფიციალურად პარლამენტიდან ვართ. მაგრამ ჯერჯერობით იქ ფიქრობენ და ჩვენ ოფიციალურ სტატუსს არ გვაძლევენ“, – განაცხადა მარშანიამ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ოპოზიციონერები გახარებული არიან, რომ საქართველოს მოქმედმა მთავრობამ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების კურსი გაახმოვანა.  

საქართველოს პატრიოტები რუსეთთან მოლაპარაკებებში ოფიციალურ სტატუსს ითხოვენ>>>

„ახლა, ჩვენი ამოცანა იმაშია, რომ ის პოზიტივი შევინარჩუნოთ, რომელიც ქართულ–რუსულ ურთიერთობებშია მიღწეული“, – განაცხადა მარშანიამ. მისი სიტყვებით, საქართველოში ასევე არსებობენ შიდა და გარე ძალები, რომლებიც რუსეთთან დიალოგსა და ურთიერთობის ნორმალიზებას ეწინააღმდეგებიან.

ქართველმა დეპუტატებმა ივნისის დასაწყისში სათათბიროს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმზე მიიღეს მიწვევა, განაცხადა სათათბიროს დსთ-ის საკითხების, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირის საკითხების სახელმწიფო სათათბიროს  კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვმა არაფორმალური საპარლამენტო ჯგუფ „რუსეთი–საქართველოსთან“ შეხვედრის შეჯამებისას. 

 „ჩვენი კოლეგები საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმზე მოვიწვიეთ, რომელიც 4–6 ივნისს გაიმართება და მათ სიამოვნებით მიიღეს შეთავაზება. ჩვენ მას ოფიციალურად გავაფორმებთ“, – განაცხადა კალაშნიკოვმა ჟურნალისტებთან.

ქართველი ოპოზიციონერები, რომლებიც რუსეთში 2017 წლის ივლისსა და ოქტომბერში იმყოფებოდნენ, საქართველოს ხელისუფლებისგან მოლაპარაკებებში ოფიციალურ სტატუსს მოითხოვენ.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" პარლამენტში 150–დან  ექვსი ადგილი აქვს.

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. 

ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში წარმოებს.

 

 

 

თემები:
ქართულ-რუსული ურთიერთობები (177)

მთავარი თემები