15:22 21 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
სამხედრო წვრთნები ვაზიანის პოლიგონზე

საზღვაო ქვეითები საქართველოში Agile Spirit-ის სამხედრო წვრთნებში ჩაერთვებიან

© FB / Giorgi Margvelashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს თავდაცვა (127)
98 0 0

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მიიჩნევს, რომ სამხედრო-საზღვაო ძალების მონაწილეობა წვრთნებში საქართველო-ნატოს თანამშრომლობაზე დადებითად აისახება

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. საქართველო-ნატოს მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებს Agile Spirit (მტკიცე სული), რომელიც საქართველოში ამა წლის ზაფხულში გაიმართება, საზღვაო კომპონენტი შეემატება, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ  „სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეხუთე ფორუმზე“.

ამ ინიციატივით იზორია მიმდინარე წლის თებერვალში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას წარდგა.

„იყო ნატოს ღირსეული პარტნიორი ნიშნავს იყო ინტეგრირებული არამარტო პოლიტიკურ დონეზე, არამედ სამხედრო თვალსაზრისითაც… ამისათვის საუკეთესო შესაძლებლობა გვეძლევა ერთობლივ მრავალეროვნულ წვრთნებზე. 2011 წელს დავიწყეთ მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit, ხოლო 2014 წლიდან — Noble Partner (ღირსეული პარტნიორი). მე მინდა ვთქვა, რომ ბოლო სწავლება 2017 წელს განსაკუთრებული მასშტაბურობით გამოირჩეოდა. ამა წლის აგვისტოში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ Agile Spirit-ის სწავლებაში საზღვაო კომპონენტის ჩართვა გვინდა“, — განაცხადა იზორიამ.


თემები:
საქართველოს თავდაცვა (127)

მთავარი თემები