08:15 25 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0868
  • 100 RUB3.9814
  • USD2.6226
გიორგი კვირიკაშვილი

კონსტიტუცია განვითარების სადარაჯოზე – საქართველოს პრემიერმა მოსამართლეებს მიმართა

© FB / Giorgi Kvirikashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
50 0 0

გიორგი კვირიკაშვილმა მონაწილეობა მიიღო „ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის" კონგრესში.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყანაში სამართლებრივი კულტურისა და სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების კუთხით საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებები მოიწონა>>>

კვირიკაშვილი ოთხშაბათს „ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის" (BBCJ) მესამე კონგრესზე სიტყვით გამოვიდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ვენეციის კომისიის, ევროპის საბჭოს და შავი ზღვის რეგიონისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების წევრებმა და წარმომადგენლებმა. საქართველო 2018 წლის იანვრიდან ასოციაციის თავმჯდომარე ქვეყანაა.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის საერთაშორისო აღიარება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებების განმტკიცებას და საქართველოში დემოკრატიული და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფო სისტემის განვითარებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს როლი საზოგადოების სამართლებრივი კულტურისა და სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების საქმეში უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი სიტყვებით, სახელმწიფო მაქსიმალურად დაინტერესებულია, რომ თითოეული მოსამართლე გადაწყვეტილებების მიღების დროს თავისუფალი იყოს.

„მივდევთ რა საუკეთესო ევროპულ ტრადიციებს, ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკური სისტემა მაქსიმალურად დაინტერესებულია შექმნას ყველა პირობა — საკანონმდებლო, ადმინისტრაციული თუ მატერიალური სახის გარანტიები — იმისთვის, რათა თითოეულმა მოსამართლემ შეძლოს საკუთარი საქმიანობის თავისუფლად და შეუფერხებლად განხორციელება", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

გამოსვლის დროს პრემიერი საკონსტიტუციო რეფორმასაც შეეხო, რომელიც 2016 წლის ბოლოდან გრძელდებოდა. განახლებული კონსტიტუციის თანახმად, საქართველო მთლიანად გადადის მმართველობის საპარლამენტო მოდელზე.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინაპირობა და გარანტი არის საქართველოს კონსტიტუცია, რომლის ახალმა რედაქციამაც უზრუნველყო მისი შესაბამისობა საუკეთესო ევროპულ სტანდარტებთან. განხორციელებული ცვლილებების შედეგად დღეს ჩვენ გვაქვს სრულყოფილი კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში სტაბილურობასა და პლურალიზმს, რომელიც უზრუნველყოფს დაბალანსებულ და მკაფიოდ გადანაწილებულ პასუხისმგებლობას ხელისუფლების შტოებს შორის", — დასძინა კვირიკაშვილმა.

ვის მხარესაა უმრავლესობაში ბიძინა ივანიშვილი და რატომ დაბრუნდა ის პოლიტიკაში?>>>

კონსტიტუციის თემა ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააგრძელა. მან საქართველოს პირველი კონსტიტუცია ახსენა, რომელიც 1921 წლის თებერვალში მიიღეს.

„ქართველმა ერმა ძალიან პროგრესული ნაბიჯი გადადგა, როცა აირჩია რესპუბლიკური მმართველობის ფორმა. და გარდა იმისა, რომ რესპუბლიკა შექმნა, ისეთი კონსტიტუცია ჩამოაყალიბა, რომელსაც სიამაყით ვუზიარებთ ერთმანეთს. მასში აღიარებული იყო ქალთა უფლებები, გაუქმდა სიკვდილით დასჯა, უზრუნველყოფილი იყო ხელისუფლების შტოების დამოუკიდებლობა", — აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

„ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის" კონგრესი 17 მაისამდე გაგრძელდება.

მთავარი თემები