„პატრიოტები" კვლავ მოსკოვში გაემგზავრნენ

© Sputnik / Denis Aslanov„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრები
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ადა მარშანიამ ისაუბრა იმაზე, თუ რაზე იმსჯელებენ სათათბიროს დეპუტატებთან მოსკოვში.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. პარლამენტის დეპუტატები ოპოზიციური პარტიიდან „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ადა მარშანია, ემზარ კვიციანი და ნატო ჩხეიძე მოსკოვში გაემგზავრნენ, სადაც რუსეთის სათათბიროს დეპუტატებს შეხვდებიან, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

დეპუტატები პარტიიდან „პატრიოტთა ალიანსი" მოსკოვში საკუთარი ინციატივით დადიან. ეს მათი უკვე მესამე მოლაპარაკებები იქნება რუსეთის დედაქალაქში. დაგეგმილია შეხვედრები სათათბიროს დეპუტატებთან დსთ-ის საკითხების, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირის საკითხების კომიტეტებიდან.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი საპროტესტო აქციაზე - Sputnik საქართველო
საქართველოს პატრიოტები რუსეთთან მოლაპარაკებებში ოფიციალურ სტატუსს ითხოვენ

„ჩვენთან შეხვედრის სურვილი, გარდა კალაშნიკოვის კომიტეტისა, სხვა კომიტეტების დეპუტატებმაც გამოთქვეს", — განაცხადა ადა მარშანიამ.

მან აღნიშნა, რომ შეხვედრებზე საუბარი იქნება არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ვითარების ერთობლივ გამოძიებაზე საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ცხინვალის რეგიონში.

„რუსული მხარე უნდა დაგვეხმაროს ტატუნაშვილის საქმის გამოძიებაში, მათ უნდა გაიგონ, რომ ამ ფაქტის გამოძიება ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება", — განაცხადა მარშანიამ.

ქართველი ოპოზიციონერები, რომლებიც რუსეთში 2017 წლის ივლისსა და ოქტომბერში იმყოფებოდნენ, საქართველოს ხელისუფლებისგან მოლაპარაკებებში ოფიციალურ სტატუსს მოითხოვენ.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" პარლამენტში ექვსი ადგილი აქვს.

ევროპის მოედანი - Sputnik საქართველო
ევროკავშირი: ტატუნაშვილის დაღუპვის ფაქტი სერიოზული შეშფოთების საფუძველია

არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის რეგიონში 22 თებერვალს საქართველოს კიდევ ორ მოქალაქესთან ერთად დააკავეს. 23 თებერვალს კი მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ცხინვალის რეგიონის დე–ფაქტო ხელისუფლების განმარტებით, ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა. ქართულ მხარე აღნიშნულ ვერსიას არ იზიარებს და დარწმუნებულია, რომ ტატუნაშვილი მოკლულია. ბევრმა, ვინც განსვენებულის სხეული ნახა, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, განაცხადა, რომ სხეულს მკაფიოდ ეტყობა ძალადობის კვალი.

ცხინვალის რეგიონი, ისევე, როგორც აფხაზეთი, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ვერ კონტროლდება. მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. ამის პასუხად თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში წარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0