08:14 25 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0868
  • 100 RUB3.9814
  • USD2.6226
პასპორტი

პირადობის მოწმობა – უფასო, პასპორტი – 50 დოლარი: დროებითი შეღავათები ემიგრანტებისთვის

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2018 (107)
477 0 0

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ მორიგი აქცია დაიწყო.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები სამი თვის განმავლობაში უფასოდ მიიღებენ პირადობის მოწმობებს (ID–ბარათი), ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეციალური აქცია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტებისა და დახვეწის ფარგლებში დაიგეგმა.

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, 15 მაისიდან სამი თვის განმავლობაში უცხოეთში მცხოვრები ქართველები ID–ბარათის აღებას უფასოდ შეძლებენ, ხოლო პასპორტს ორი თვის განმავლობაში, 130 აშშ დოლარის ნაცვლად, 50 დოლარად მიიღებენ.

„პასპორტისა და პირადობის მოწმობის აქცია მნიშვნელოვანი შეღავათია უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რაც დამატებით მოტივაციას გაუჩენს მათ – განაახლონ საიდენტიფიკაციო დოკუმენტები. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კი შესაძლებლობა ექნება, დააზუსტოს მათ შესახებ დღეისათვის ბაზაში დაფიქსირებული მონაცემები", — განაცხადა წულუკიანმა.

სამინისტროს ინფორმაციით, აქცია არ ითვალისწინებს ასაკობრივ შეზღუდვას. საიდენტიფიკაციო დოკუმენტების აღებას უცხოეთში მცხოვრები ნებისმიერი ასაკის საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს.

აქციის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლის ვებ-გვერდებზე (sda.gov.ge; psh.gov.ge); Skype-ის მისამართსა (sda.gov.ge) და ტელეფონის ნომრებზე: 2 405 405 და 240 10 10.

პირადობის ახალი მოწმობები საქართველოში 2011 წელს გამოჩნდა. მისი საშუალებით შესაძლებელია ადამიანის დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით იდენტიფიცირება, საქართველოში იურიდიული ძალის მქონე ელექტრონულ დოკუმენტებზე ციფრული ხელმოწერის გაკეთება.

თემები:
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2018 (107)

მთავარი თემები