გახდება თუ არა მამუკა ბახტაძე „ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი

© FB / Mamuka Bakhtadzeსაქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი და იგი პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი არჩევნები იქნება

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. „ქართულ ოცნებას" აუცილებლად ეყოლება ღირსეული კანდიდატი, რომელიც ღირსეულ შედეგს დააფიქსირებს საპრეზიდენტო არჩევნებზე, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში მის შესაძლო კანდიდატურაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი ივლისში დასახელდება

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს იქნება პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი არჩევნები. ამასთან, 2018 წელს პირდაპირი არჩევნების გზით არჩეულ პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა ერთჯერადად, ერთი წლით გაუხანგრძლივდება და ის თანამდებობას ექვსი წლით დაიკავებს.

ბახტაძემ მმართველი პარტია „ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატად მის წარდგენასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ჭორი უწოდა.

კახა კალაძე „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი – ჭორი თუ რეალობა>>>
„ბოლო ორი თვის განმავლობაში, ძალიან ბევრი ჭორი წამოვიდა. რა თქმა უნდა, ეს არ შეესაბამება რეალობას. მე ახლა ვარ იმ თანამდებობაზე, სადაც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს მიაჩნია, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია თავისი შესაძლებლობებისა და ხედვების რეალიზაცია", – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტებთან.
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ვის მხარესაა უმრავლესობაში ბიძინა ივანიშვილი და რატომ დაბრუნდა ის პოლიტიკაში?

გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო" საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატს ივლის-აგვისტოში დაასახელებს. ამ ეტაპზე კი პარტია საპრეზიდენტოდ რამდენიმე კანდიდატს განიხილავს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება" პრეზიდენტობის ერთ–ერთ კანდიდატად თბილისის მერს, კახა კალაძეს განიხილავდა. თუმცა, კალაძემ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ გამორიცხა მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც. ის ქვეყნის მეთაურის პოსტზე კენჭს მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან" იყრიდა, თუმცა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მარგველაშვილისა და კოალიციის ლიდერთა გზები გაიყო.

საპრეზიდენტო რბოლაში ჩაბმას აპირებენ ოპოზიციური პარტია „გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, სანდრო ბრეგაძე (მოძრაობა „ქართული მარში"), პარტია „შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი და პარლამენტის ექს-სპიკერი ნინო ბურჯანაძე.

ყველა ახალი ამბავი
0