დაასახელებენ თუ არა დავით ბაქრაძეს საპრეზინდენტო კანდიდატად

© AP Photo / Sergei Gritsდავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი და იგი პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი არჩევნები იქნება

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია  „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის" ლიდერი დავით ბაქრაძე არ ადასტურებს, რომ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება.  

ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი ივლისში დასახელდება

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს იქნება პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი არჩევნები. ამასთან, 2018 წელს პირდაპირი არჩევნების გზით არჩეულ პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა ერთჯერადად, ერთი წლით გაუხანგრძლივდება და ის თანამდებობას ექვსი წლით დაიკავებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „ევროპულ საქართველოში“ ჯერ კიდევ მიმდინარეობს კონსულტაციები საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევად.  ბაქრაძის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მათი საპრეზიდენტო კანდიდატი პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გააგრძელებს საქმიანობას.

„სახელმწიფოს გააჩნია ინსტიტუციები და ერთ-ერთი გახლავთ პრეზიდენტის ინსტიტუტი, ამიტომ საუბარი იმაზე თუ რა ფართი უნდა ეკავოს, რამდენი კვადრატული მეტრი ეკუთვნის პრეზიდენტს, ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება და მისი დაკნინების მცდელობა. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის ადგილი არის პრეზიდენტის სასახლეში და მე მგონი, ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ დახურული უნდა იყოს", — განაცხადა  ბაქრაძემ ჟურნალისტებთან.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო" საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატს ივლის-აგვისტოში დაასახელებს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება" პრეზიდენტობის ერთ–ერთ კანდიდატად თბილისის მერს, კახა კალაძეს განიხილავდა. თუმცა, კალაძემ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. 

პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
ღირსეული კანდიდატი გვეყოლება - კვირიკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ გამორიცხა მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც. ის ქვეყნის მეთაურის პოსტზე კენჭს მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან" იყრიდა, თუმცა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მარგველაშვილისა და კოალიციის ლიდერთა გზები გაიყო. 

საპრეზიდენტო რბოლაში ჩაბმას აპირებენ ოპოზიციური პარტია „გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, სანდრო ბრეგაძე (მოძრაობა „ქართული მარში"), პარტია „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავიტ უსუფაშვილი  და პარლამენტის ექს-სპიკერი ნინო ბურჯანაძე. 

ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო — დემოკრატიული მოძრაობა" 2017 წლის თებერვალში დაფუძნდა, როდესაც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რიგი თანამოაზრეები განუდგნენ.

 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0