თაჯან ილდემი: მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში

© FB / MFA of Georgiaთაჯან ილდემი
თაჯან ილდემი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ორდღიანი ფორუმი გაიხსნა.

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. ნატოში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია და გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების ურყევ ნებას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
ნატო: ჯერჯერობით უცნობია, სამიტზე საქართველოს რა ფორმით დაუჭერენ მხარს

ფორუმი საქართველოში მესამედ იმართება და სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციაზე მსჯელობის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. ღონისძიების მიზანი სახალხო დიპლომატიის ექპერტთა ქსელის გაფართოების ხელშეწყობა, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად საერთო სტრატეგიისა და მიდგომების შემუშავებაა.

ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის პირველი სესია ნატოსა და საქართველოს პროგრესულ პარტნიორობას, საქართველოს პერსპექტივებს, გამოწვევებსა და ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე არსებულ მიღწევებს, ასევე ბრიუსელის სამიტისთვის პოლიტიკური და უსაფრთხოების დღის წესრიგს შეეხება. ამასთან ერთად ფორუმის მონაწილეები იმსჯელებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა: საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, გააქტიურებული ჰიბრიდული ომის პირობებში სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციის როლი, ტრადიციული და სოციალური მედიის მნიშვნელობა თანამედროვე სახალხო დიპლომატიაში.

„ნატოს მხრიდან მკაფიოდ არის აღიარებული ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია დემოკრატიული რეფორმების, შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზაციის კუთხით", — განაცხადა პრემიერმა კვირიკაშვილმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

ფორუმის წევრებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში ვეს მიტჩელი და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწე სახალხო დიპლომატიის საკითხებში თაჯან ილდემი.

„მაქვს მკაფიო გზავნილი თქვენთვის: ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ნატოსკენ, ჩვენ ერთგული ვართ პირობისა — მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში", — განაცხადა თაჯან ილდემმა.

გიორგი მარგველაშვილუ და იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტი ნატოს სამიტზე მიიწვია

ილდემის განცხადებით, ცოტა ხნის წინ ბრიუსელში გამართულ ნატოს მინისტერიალზე გაჟღერდა ეს მხარდაჭერა და ხაზი გაესვა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პოზიტიურ ტენდენციებს.

ფორუმში ასევე მონაწილეობენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო სტრუქტურებისა და ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენლები, ასევე მოწვეული ექსპერტები ნატოს წევრი და არაწევრი ქვეყნებიდან (აშშ, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, ფინეთი, შვედეთი, რუსეთი, უკრაინა).

საქართველო–ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის "პარტნიორობა მშვიდობისათვის" წევრი გახდა.

2011 წელს საქართველომ ნატოს "ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსში გამართულ სამიტზე საქართველოს ნატოს წევრობისკენ სწრაფვის მხარდამჭერ ღონისძიებათა პაკეტი დამტკიცდა.

ყველა ახალი ამბავი
0