კახა გულედანი სამგორის ახალი გამგებელია

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამგორის რაიონის ყოფილმა გამგებელმა თანამდებობა რამდენიმე კვირის წინ დატოვა

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. სამგორის რაიონის ახალი გამგებელი კახა გულედანი იქნება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კახა გულედანი სამგორის გამგებლად დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

თბილისი - Sputnik საქართველო
სამგორის გამგებელმა დავით კერესელიძემ თანამდებობა დატოვა

სამგორის რაიონის ყოფილმა გამგებელმა დავით კერესელიძემ თანამდებობა რამდენიმე კვირის წინ დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, გამგებლის მხრიდან თანამდებობის დატოვების მიზეზი თბილისის მერიაში სამგორის რაიონის კვარტალური შედეგი იყო.

კალაძემ ახალ გამგებელს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ მას სახელმწიფო უწყებაში მუშაობის გამოცდილება აქვს.

„კახა გულედანს კარგი გამოცდილება აქვს სახელმწიფო უწყებებში მუშაობის. წარმატება მინდა ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ვუპასუხოთ გამოწვევებს და მოვაგვაროთ პრობლემები, რომელიც აქტუალურია და აწუხებს სამგორის მოსახლეობას. კანდიდატურა საკრებულოს დღესვე გადაეგზავნება და პროცედურულად ვიმოქმედებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა გულედანი ზურაბ ალავიძის მინისტრობის დროს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0