ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანელი სამხედროები მადლობის სიგელებით დააჯილდოეს

CC BY 2.0 / ResoluteSupportMedia / Marines Mentoring Afghan Soldiersავღანეთის ეროვნული არმიის ჯარისკაცები
ავღანეთის ეროვნული არმიის ჯარისკაცები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიება ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ავღანური მოკავშირე ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე გაიმართა.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამეთაურებმა ავღანეთის ეროვნული არმიის სამხედრო მოსამსახურეები მადლობის სიგელებით დააჯილდოეს, იუწყება თავდაცვის სამინისტრო.

ღონისძიება ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ავღანური მოკავშირე ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე გაიმართა.

31-ე ბატალიონის მეთაურმა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის ხელმძღვანელმა მოტორიზებული პატრულირებისას და სწავლებებში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის, ასევე ქართულ ქვედანაყოფთან მჭიდრო თანამშრომლობისათავის ავღანეთის ეროვნული არმიის სამხედროებს მადლობა გადაუხადეს და სიგელები გადასცეს.

ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანელ სამხედროებს მოტორიზებული პატრულისა და სხვადასხვა დავალების შესასრულებლად თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს სისტემატურად უტარებენ. სწავლებებში ყურადღება გამახვილებულია იმ უნარებზე, რომლებიც ავღანელ ჯარისკაცებს მოტორიზებული პატრულირების, ქვედანაყოფის მართვისა და სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესში სჭირდებათ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ბაგრამის საავიციო ბაზაზე ასრულებს. ქართული ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა საავიაციო ბაზის უსაფრთხოება და ოპერაციის რაიონის კონტროლია.

ყველა ახალი ამბავი
0