08:39 22 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2410
  • 100 RUB4.5787
  • USD2.8845
ტურისტები ახლო აღმოისავლეთიდან მტაწმინდის პარკში

უცხოელებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი მკაცრდება

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პასპორტი (16)
52412

კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, უცხოელი საქართველოში შვიდი წლის ცხოვრების შემდეგ მიიღებს მოქალაქეობას.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესი იცვლება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქე  საქართველოს მოქალაქეობას ჩვენს ქვეყანაში ხუთი წლის ცხოვრების შემდეგ იღებს, დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით კი ეს ვადა შვიდ წლამდე იზრდება.

ახალი კანონის ამოქმედებამდე უცხოელი, რომელიც საქართველოს მოქალაქეზე იქორწინებდა, მოქალაქეობას ორი წლის შემდეგ იღებდა, ცვლილების შემდეგ კი ამას სამი წლის შემდეგ შეძლებს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა რიგით მე-4 შეხვედრა გამართა.

იუსტიციის სამინისტრომ წინა სამუშაო შეხვედრის დროს გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით მომზადებული კანონპროექტი წარმოადგინა.

შეხვედრის მონაწილეებმა კანონპროექტი მუხლობრივად განიხილეს. გამოითქვა მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.

შეხვედრის დასასრულს, როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, დღეს გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მომზადდება კანონპროექტის კორექტირებული ვერსია, რომლის განხილვაც სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელ შეხვედრაზე გაიმართება და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება კანონპროექტის შეჯერებული რედაქციის ინიცირება.


თემები:
საქართველოს პასპორტი (16)

მთავარი თემები