ერთი მაჟორიტარის მიერ მოპოვებული სოლიდური დაფინანსება მშობლიური პარტიისათვის

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“, ცნობილი გახდა, რომ „მრეწველები“ 300 ათას ლარიან დაფინანსებას მიიღებენ ბიუჯეტისგან.

კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ბიუჯეტიდან დაფინანსდება ის პოლიტიკური პარტიები, რომელთა  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს და საკანონმდებლო ორგანოში ფრაქციასაც შექმნის, განუცხადა  ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძემ  „Sputnik-საქართველოს“.
„ადრე მხოლოდ ის პარტიები იღებდნენ დაფინანსებას, რომლებმაც დეპუტატები სიის მიხედვით გაიყვანეს, ახლა კანონში შესული შესწორებების თანახმად, თუ პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი მანდატს მიიღებს და პარლამენტში შექმნის ფრაქციას, ის პარტიაც მიიღებს დაფინანსებას“ — აღნიშნა სიმონ ნოზაძემ.
პარლამენტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებები 18 აპრილს მესამე მოსმენით  77 — მომხრე, 1 — წინააღმდეგი, დაამტკიცა.
„მრეწველებმა“ სახელმწიფო  ბიუჯეტიდან დაფინანსება  სწორედ ამ ცვლილებების საფუძველზე მოიპოვეს. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ პარტია  წელიწადში 300 000-ზე მეტ ლარს მიიღებს.
2016 წლის საპარლამნეტო არჩევნებზე საარჩევნო ბლოკ „თოფაძე — მრეწველები, ჩვენი სამშობლო“-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სიმონ ნოზაძემ არჩევნებში გაიმარჯვა და ფრაქცია  „ქართული ოცნება-მრეწველებიც“ შექმნა.

სხვადასხვა ნომინალის ქართული ვალუტის - ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
დროულად უღალატო ნიშნავს განჭვრიტო: პარტიების შემოწირულობები

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების პროექტის ავტორიც სიმონ ნოზაძე იყო საპარლამენტო უმრავლესობის წევრ  გია ჟორჟოლიანთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი 23 მარტის პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით კენჭისყრისას, შედეგით — 71 მომხრე, 4 — წინააღმდეგი, ჩავარდა. ანალოგიური მოხდა პროექტის პირველი მოსმენით მიღების დროსაც.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან აქამდე დაფნანსებას მხოლოდ 18 პარტია იღებდა და მათთვის  წელიწადში 9 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.
საქართველოს კანონმდებლობით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება ეკუთვნით პარტიებს, რომლებმაც საპარლამენტო ან ადგილობრივ არჩევნებზე ხმათა სულ მცირე 3% მიიღეს.
ლარი - Sputnik საქართველო
აუდიტის სამსახური პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებით დაინტერესდა

ცესკოს თავმჯდომარის 2017 წლის ნოემბრის  განკარგულებით, წელიწადში ყველაზე მეტ თანხას — 2 მილიონ ლარზე მეტს ღებულობს მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო".
მას მოსდევს ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", რომლის წლიური დაფინანსება დაახლოებით 1,3 მილიონ ლარს შეადგენს.
მესამე ადგილზე გავიდა „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის" — 1 მილიონ ლარზე მეტი წელიწადში; ხოლო ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის " ბიუჯეტიდან 991,7 ათას ლარია გამოყოფილი.
გაცილებით ნაკლებ დაფინანსებას — 87 ათას ლარს წელიწადში ხუთი პარტია იღებს — „თავისუფალი საქართველო", „საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი", „თავისუფლება — ზვიად გამსახურდიას გზა", „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა" და „ახალი ქრისტიან-დემოკრატები".

 

ნატა პატარაია

ყველა ახალი ამბავი
0