06:16 25 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0868
  • 100 RUB3.9814
  • USD2.6226
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

დედაენის დღე: პრეზიდენტმა დამსახურებული საზოგადო მოღვაწეები დააჯილდოვა

© FB / Giorgi Margvelashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრეზიდენტი (113)
73 0 0

ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე თამარ ჩხეიძეს ღირსების ორდენი გადაეცა იმ წვლილისათის, რომელიც მან ქართული ენის დაცვაში და კონსტიტუციური სტატუსის შენარჩუნებაში 1978 წლის 14 აპრილის სახალხო მოძრაობაში აქტიური მონაწილეობით შეიტანა.

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. პრეზიდენტმა დედაენის დღესთან დაკავშირებით ღვაწლმოსილი ფილოლოგები და 14 აპრილის სახალხო მოძრაობის მონაწილე ღირსების ორდენებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დააჯილდოვა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

საქართველოს პრეზიდენტმა დედაენის დღესთან დაკავშირებით ღირსების ორდენები გადასცა ღვაწლმოსილ ფილოლოგებს და პროფესორებს: გრივერ ფარულავას, შუქია აფრიდონიძეს, დამანა მელიქიშვილს, ლაურა გრიგოლაშვილს და 1978 წლის 14 აპრილის სახალხო მოძრაობის მონაწილე თამარ ჩხეიძეს.

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები პროფესორებს სახელმწიფო ენის როგორც უწყვეტი სააზროვნო პროცესის ჩამოყალიბებისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნების ხელშეწყობისათვის, ასევე, ქართული ენის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდობის განათლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცათ.

ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე თამარ ჩხეიძეს ღირსების ორდენი გადაეცა იმ წვლილისათის, რომელიც მან ქართული ენის დაცვაში და კონსტიტუციური სტატუსის შენარჩუნებაში 1978 წლის 14 აპრილის სახალხო მოძრაობაში აქტიური მონაწილეობით შეიტანა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქართულმა ენამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ძალიან რთულ რეგიონში მცხოვრები მცირერიცხოვანი ერისა და სახელმწიფოს გადარჩენის პროცესში, ამიტომაცაა, რომ დღეს ქართული ენა ქართული სახელმწიფოებრივი იდენტობის განმაპირობებელია.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, 40 წლის წინ, ქართული ენის სტატუსის შენარჩუნებისა და დაცვის მოძრაობის ორგანიზატორებმაც ალბათ, ბოლომდე არ იცოდნენ როგორ გაგრძელდებოდა მათი მომავალი, მაგრამ მათ გმირული ნაბიჯი გადადგეს და დაიცვეს მშობლიური ენა და ამასთან ერთად, სტიმული მისცეს ქართული ეროვნული მოძრაობის ახალი ტალღის წამოწყებას.

„ქართული ენა ჩვენი, ქართული — კულტურული, ეთნიკური და მნიშვნელოვანწილად, სახელმწიფოებრივი იდენტობის ერთერთი მთავარი განმაპირობებელი ფენომენია. არსებობენ ერები, არსებობენ კულტურები, არსებობენ უაღრესად ძლიერი სახელმწიფოები, სადაც ასეთ როლს ენა არ თამაშობს. სხვა გამაერთიანებელი ნიშნები გააჩნიათ, სხვა ფენომენებია, რომლებიც აერთიანებენ ამ სახელმწიფოებს და ამ ერებს. საქართველოს შემთხვევაში ენამ მართლაც უნიკალური როლი შეასრულა ამ ურთულეს რეგიონში“, — აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ასევე: განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, მოწვეული სტუმრები.

 

თემები:
საქართველოს პრეზიდენტი (113)

მთავარი თემები