საქართველოს პრემიერი დონალდ ტუსკსა და ევროკავშირის წევრ–ქვეყნებს მადლობას უხდის

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირის საბჭოს მიერ გაცემული ფინანსური დახმარების პირობები მოიცავს სტრუქტურულ რეფორმებს, რომელთა შესრულების ვადები საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის მემორანდუმში იქნება გაწერილი

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის საბჭოს მადლობას უხდის საქართველოსთვის ფინანსური რესურსის გამოყოფისთვის, ნათქვამია მთავრობის მეთაურის Facebook- გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ევროკავშირის საბჭოს საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების სახით  45 მლნ ევრო  12 აპრილს გამოყო. ეს მესამე ტრანშია ევროკავშირისგან, რომელსაც საქართველო 2008 წლიდან იღებს. პირველი ორი ტრანშის ოდენობა 92 მლნ ევროს შეადგენდა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტუსკს და ევროკავშირის წევრ–ქვეყნებს საქართველოს განვითარების, ქვეყნის მიერ აღებული კურსისა და დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერისთვის, რისი ნათელი გამოხატულებაც არის 45 მლნ  ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფა“,- ნათქვამია პრემიერის განცხადებში. 

საქართველოსა და ევროკავშირის დროშები თბილისში - Sputnik საქართველო
მესამე ტრანში 2008 წლიდან: საქართველო ევროკავშირისგან 45 მლნ ევროს მიიღებს

კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო შეუქცევადად განაგრძობს  რეფორმებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ამ პროცესში საქართველოსთვის შეუფასებელია  დასავლელი პარტნიორების ასეთი მკაფიო მხარდაჭერა.

ევროკავშირის საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დახმარების გაცემის ერთ-ერთი პირობა საქართველოს მიერ დემოკრატიული მექანიზმებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემა, ასევე ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიების არსებობაა.

პირობები ასევე მოიცავს სტრუქტურულ რეფორმებს, რომელთა შესრულების ვადები საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის მემორანდუმში იქნება გაწერილი.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2006 წელს დაწყებული ურთიერთობა 2009 წლისთვის ბევრად მჭიდრო გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამას შეუერთდა. 

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას 2014 წლის 27 ივნისს მოეწერა. ხელშეკრულება ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DC FTA) კომპონენტს.

საქართველოს მთავრობა ასოცირების შეთანხმებასა და ასოცირების დღის წესრიგს ყოველწლიური ეროვნული სამოქმედო გეგმის საფუძველზე ახორციელებს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0