ცხოვრება სკანდალის შემდეგ: ბორჯომის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე და გაზრდილი ხელფასები

გამოწერა
ბორჯომის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე იმპიჩმენტის შედეგად გადააყენეს

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა ახალ თავმჯდომარედ ოპოზიციური პარტია „პატრიოტთა ალიანსის" წევრი გიორგი გოგიჩაიშვილი აირჩიეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბორჯომის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე, რომელიც ასევე „პატრიოტთა ალიანსის" წევრია, იმპიჩმენტის შედეგად გადააყენეს. საკრებულოს წევრებმა ჩაჩანიძის იმპიჩმენტის საკითხი მას შემდეგ დასვეს, რაც ბორჯომის საკრებულომ მუნიციპალიტეტის მერიას გასულ კვირაში მეექვსედ უთხრა უარი მერის მოადგილეებისა და სამსახურების უფროსებისთვის ხელფასების გაზრდაზე. ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებული დავა ბორჯომში სამი თვეა გრძელდება და მერიის თანამშრომლებიც მესამე თვეა ხელფასს ვერ იღებენ.

ბორჯომი - Sputnik საქართველო
ხელფასების გაზრდაზე უარის გამო ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე გადააყენეს

გოგიჩაიშვილის კანდიდატურას ხმა 21-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოსა" და „პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა.

„საკრებულოსა და მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთობები არ იყო, ამიტომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ უს ურთიერთობები აღსდგეს და მშვიდობიან გარემოში გაგრძელდეს", — განაცხადა გოგიჩაიშვილმა სხდომაზე.

ამავე სხდომაზე დეპუტატებმა დაამტკიცეს გადაწყვეტილება, რომელიც საკრებულოში სკანდალის მიზეზი გახდა.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხდომაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს და „პატრიოტთა ალიანსი" მმართველ პარტიასთან შეთქმულებაში დაადანაშაულეს.

ხმაური ბორჯომის საკრებულოში 18 იანვარს დაიწყო, როდესაც მერიამ გაზრდილი ხელფასების დამტკიცება მოითხოვა, რასაც საკრებულოს დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. ამაზე საპასუხოდ „ქართული ოცნების" ფრაქციის წევრებმა ბოიკოტი გამოაცხადეს და ბოლო ოთხ სხდომაზე არ მისულან. ქვორუმის არარსებობის გამო ეს სხდომები ჩაიშალა.

ხელფასების გაზრდის საკითხზე „ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის დაპირისპირება საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტით დასრულდა.

ყველა ახალი ამბავი
0