აშშ საქართველოს მილიონობით დოლარს გამოუყოფს

© Pixabay / pasja1000დოლარი
დოლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა აშშ-ის ტექნიკური, პოლიტიკური და ფინანსური დახმარების მნიშვნელობა

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. აშშ-ის კონგრესში რესპუბლიკელებისა და დემოკრატების ლიდერებმა ხუთშაბათს შეათანხმეს ბიუჯეტის პროექტი 2018 წლის 30 სექტემბრამდე, ანი ფინასური წლის დასრულებამდე, რომლის თანახმად საქართველო დაახლოებით 105 მილიონ დოლარს მიიღებს.

1,3 ტრილიონი დოლარის ბიუჯეტი თავდაცვითი ხარჯების შთამბეჭდავ ზრდას ითვალისწინებს. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს დახმარების სახით გადაეცემა არანაკლებ 105 მილიონი 325 ათასი დოლარისა.

„მივესალმებით ფინანსურ დახმარებას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის გამოყოფს — განსაკუთრებით თავდაცვის მიმართულებით. ეს უპრეცედენტო თანამშრომლობაა, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ. შემუშავებულია სამწლიანი გეგმა, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზეა ორიენტირებული და ამ პროცესში, ტექნიკურ დახმარებასთან და პოლიტიკურ მხარდაჭერასთან ერთად, უპრეცენდენტო გადაწყვეტილება იყო მიღებული შესაბამისი შეიარაღების საქართველოსთვის გადმოცემის კუთხით, რომელიც ჩვენს თავდაცვისუნარიანობას აძლიერებს. ამათან ერთად, ფინანსური მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია“, – აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.

Javelin- სისტემის რაკეტის გაშვება წვრთნების დროს - Sputnik საქართველო
ამერიკული Javelin-ის სარაკეტო კომპლექსები უკვე საქართველოშია

საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 23 აპრილს დაამყარეს. 2009 წელს ქვეყნებმა ვაშინგტონში ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას საქართველოსა და აშშ-ს შორის, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორული კავშირებისა და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.

საქართველოს და აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობა განვითარების ახალ ეტაპზე 2016 წელს გადავიდა. იმავე წლის ივლისში საქართველოს ეწვია აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი, რომელმაც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ხელი მოაწერა მემორანდუმს „საქართველოს და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“.

2016 წლის დეკემბერში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწის მოადგილემ, მაიკლ კარპენტერმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად 2016-2019 წლების უსაფრთხოების სფეროში ჩარჩო-ხელშეკრულება გააფორმა.

2017 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ ჩარჩო-ხელშეკრულების ფარგლებში აშშ საქართველოში ააშენებს საბრძოლო მომზადების ცენტრს, რომელიც გერმანიის ჰოჰენფელსის ბაზის ანალოგი იქნება. ცენტრი ვაზიანში განთავსდება.

2017 წლის მარტში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა, რომ „საქართველოს და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ მემორანდუმის ფარგლებში აშშ საქართველოს 60-დან 70 მილიონ დოლარამდე გამოუყოფს.


ყველა ახალი ამბავი
0