კვირიკაშვილი: მოსკოვის პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისათვის

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოება საკუთარ იმიჯზე მაღლა დგას.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთთან ურთიერთობების დალაგების შესახებ მის მიერ გაკეთებულ მიმართვაზე მოსკოვის პასუხი შეაფასა და აღნიშნა, რომ „პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისათვის“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხარი დაუჭირა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას შემხვედრი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობის შესახებ, რათა მდგომარეობა ჩიხიდან გამოვიდეს. სამინისტროში აღნიშნეს, რომ „რუსეთი მოცემულ საკითხში მზადაა იმდენად შორს წავიდეს, რამდენადაც ამისთვის მზად არიან საქართველოში".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო
რა უპასუხა კვირიკაშვილის მიმართვაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ

„ბოლო დღეების განმავლობაში მოვისმინე უამრავი ძალიან აბსურდული შეფასება იმ განცხადებისა, რომელიც მე გავაკეთე. მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენი თითოეული ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და როდესაც ჩვენ ქვეყანას სჭირდება, როდესაც საუბარია ძალიან მძიმე პროვოკაციების თავიდან აცილებაზე და ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, ჩვენ, პოლიტიკოსებმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ამ დროს, რათა დაძაბულობა შევანელოთ, თუნდაც ეს გადიოდეს ჩვენი საკუთარი იმიჯის ხარჯზე და ხაზზე", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამ სიტყვებით გახსნა მთავრობის სხდომა.

„საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ის ძალიან არაჯანსაღი გარემო, რომელიც შექმნილია ქვეყანაში, როდესაც ჩვენ პატრიოტიზმის და ქვეყნის სიყვარულის საზომად ჩვენი განცხადებების სიმწვავე ვაქციეთ, არის ძალიან დამაზიანებელი", — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილის რუსეთისადმი მიმართვამ პროდასავლური ოპოზიციის, მათ შორის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა.

„ამ გარემოს შეუძლია უბიძგოს პოლიტიკოსებს, გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლებიც გამოუსწორებელ შედეგებს მოიტანს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ უნდა ვეცადოთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისთვის, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების განუხრელი, თანმიმდევრული დაცვა, იმ მანდატის აღსრულება, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ მოგვანიჭა და ქვეყანაში სტაბილური ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი რუსეთს „მოჯადოებული წრიდან გამოსვლას“ სთავაზობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე შეაფასა რუსეთის საგარეო უწყების კომენტარი.

„ეს პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისათვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ასეთი სივრცე შეიქმნას", — ხაზგასმით აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ჟენევის დისკუსიების მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი ფორმატია. ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის, დე-ფაქტო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ასევე გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

„ეს მცირედი პროგრესი არის საქართველოში სტაბილურობის წყარო და ამ არეულ მსოფლიოში თუ რამ სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას, ეს არის სტაბილური ცხოვრების საშუალება. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა აბსოლუტურად ჯანსაღად აფასებს იმას, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში დღეისათვის რუსეთ-საქართველოს დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში აბაშიძისა და კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული.

ყველა ახალი ამბავი
0