„ქართული ოცნება": გივი ჭიჭინაძე დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად იბრძოლებს

© photo: Sputnikარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში შუალედური არჩევნები იმერეთის რეგიონის 60 საარჩევნო უბანზე გაიმართება.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში გივი ჭიჭინაძე იქნება, რომელიც ამ დროისთვის იმერეთის რეგიონის გუბერნატორია.

ვანისა და ხონის ოლქში შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება. არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც დეპუტატი მმართველი პარტიიდან გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

გიგი უგულავა - Sputnik საქართველო
ვის დაუპირისპირებს ოცნება გიგი უგულავას?

„მას (ჭიჭინაძეს) დიდი გამოცდილება და შესაძლებლობები აქვს. როგორც საარჩევნო პროცესში, ისე საპარლამენტო საქმიანობისას იგი, ერთი მხრივ, შეძლებს საზოგადოებას საკუთარი შესაძლებლობები დაუმტკიცოს, ხოლო მეორე მხრივ — კონკრეტული შედეგები დაანახოს", — განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ ჟურნალისტებთან.

ცესკოს მონაცემებით, არჩევნები ოლქის 60 უბანზე ჩატარდება, სადაც 48 054 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნები ბიუჯეტს 884,5 ათას ლარზე მეტი დაუჯდება.

თებერვლის დასაწყისში არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ, რომელმაც საპატიმრო სასჯელი მოიხადა. მან საპატიმროში 1 წელი და 3 თვე გაატარა. უგულავა პარტიის „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის" ერთ-ერთი ლიდერია.

საქართველოს პარლამენტში, რომელიც 150 დეპუტატისგანაა დაკომპლექტებული, საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას" აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0