აზერბაიჯანი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების გასაღრმავებლად

© FB / Giorgi Kvirikashviliსაქართველოს და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები გიორგი კვირიკაშვილი და არტურ რასიზადე
საქართველოს და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები გიორგი კვირიკაშვილი და არტურ რასიზადე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო და აზერბაიჯანი მზად არიან ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის განმტკიცებაზე იმუშაონ

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობის მეთაურების — გიორგი კვირიკაშვილისა და არტურ რასიზადეს შეხვედრის ძირითადი თემა ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროში ურთიერთოებების განვითარება გახდა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კვირიკაშვილი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით ორშაბათს ჩავიდა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები. 

გიორგი კვირიკაშვილი და ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო
გლობალური პროექტები და მტკიცე მეგობრობა: რა აერთიანებს საქართველოს და აზერბაიჯანს

„აზერბაიჯანი მზად არის განაგრძოს ძალისხმევა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცებისთვის“, — აღნიშნა რასიზადემ კვირიკაშვილთან შეხვედრაზე.

თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა აღნიშნა.

პირისპირ გამართული პრემიერ-მინისტრების შეხვედრის შემდეგ მხარეებმა გაფართოებულ ფორმატში განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების საკითხი და მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის ჩატარების შესაძლებლობა.

© FB / Giorgi Kvirikashviliსაქართველოს და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა
Официальная встреча премьер-министров Грузии и Азербайджана - Sputnik საქართველო
საქართველოს და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა

განსაკუთრებული ყურადრება გამახვილდა სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებზე, რომლებსაც გლობალური მნიშვნელობა გააჩნია.

აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის. 2017 წელს ქვეყნებს შორის საქონელბურნვამ 882 მილიონი დოლარი შეადგინა.

2018 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში აზერბაიჯანთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 9,1 მილიონი დოლარი შეადგინა — ეს საერთო სავაჭრო ბრუნვის 11,2%-ია. გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 24%-ით გაიზარდა.


ყველა ახალი ამბავი
0