საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში გაემგზავრება

© FB / Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე პრეზიდენტმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილა

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ბრიუსელში ვიზიტის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგვლაშვილი აშშ-ს ეწვევა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მარგველაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ის უკვე შეხვდა ნატოსა და ევროკავშირის ხელმძღვანელობას და ამ სტრუქტურებთან საქართველოს ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილა.

ვიზიტის დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში აშშ-ის სენატისა და კონგრესის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების საკითხები და ნატოს მომავალი სამიტი განიხილეს.

გიორგი მარგველაშვილუ და იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტი ნატოს სამიტზე მიიწვია

„საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებს და კონგრესმენებს შუამდგომლობით მიმართა, რომ ნატოს 2018 წლის სამიტზე საქართველოს საკითხი განსაკუთრებული ყურადღებით იყოს წარმოდგენილი“, — ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ში ვიზიტის დეტალებს ადმინისტრაცია ჯერჯერობით არ ასაჯაროებს.

საქართველო–ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" წევრი გახდა. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან უფრო ინტენსიური გახდა. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსში გამართულ სამიტზე საქართველოს ნატოს წევრობისკენ სწრაფვის მხარდამჭერ ღონისძიებათა პაკეტი დამტკიცდა.


ყველა ახალი ამბავი
0