დაიწყო საქართველოს პრემიერის ვიზიტი სომხეთში

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი და კარენ კარაპეტიანი
გიორგი კვირიკაშვილი და კარენ კარაპეტიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერევანში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველ შეხვედრას თავის კოლეგასთან გამართავს.

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვია, სადაც გაიმართება შეხვედრები ქვეყნის პირველ პირებთან, აღნიშნულია პრემიერის Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ქართული დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ერევნის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. დელეგაციას საპატიო ყარაული შეეგება, შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი და კარენ კარაპეტიანი საქართველოსა და სომხეთის მთავრობების წევრებთან ერთად
Георгий Квирикавшвили и Карен Карапетян с членами правительства Грузии и Армении - Sputnik საქართველო
გიორგი კვირიკაშვილი და კარენ კარაპეტიანი საქართველოსა და სომხეთის მთავრობების წევრებთან ერთად

აეროპორტში გიორგი კვირიკაშვილს მისი კოლეგა — სომხეთის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი დახვდა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირისპირ შეხვედრას გამართავს კარაპეტიანთან, შემდეგ მოლაპარაკებები ორი ქვეყნის მთავრობების წევრთა მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.

საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტები - Sputnik საქართველო
რა შესთავაზა საქართველოს სომხეთის პრეზიდენტმა

ამას გარდა, კვირიკაშვილი სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს შეხვდება.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი.

საქართველოს პრემიერი სომხეთში გასული წლის 1 დეკემბერს უნდა ჩასულიყო, მაგრამ მაშინ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების გამო ვიზიტი გადაიდო.

 

ყველა ახალი ამბავი
0