ირაკლი კობახიძე იორდანიის სამეფოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე იორდანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ჰანი ალ მულქის შეხვდება.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ოფოციალური ვიზიტით 25 თებერვალს ეწვევა, იუწყება საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე  იორდანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ჰანი ალ მულქის შეხვდება. ასევე, დაგეგმილია  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ატეფ ტარავნესთან და სენატის პრეზიდენტ ფაიზალ ალ ფაიეზთან,  იორდანია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ მუსტაფა იაღისთან და ჯგუფის წევრებთან.

ირაკლი კობახიძის თანმხლებ დელეგაციაში შედიან პარლამენტის რამდენიმე დეპუტატი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში 1 მარტს დასრულდება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
იორდანელებს შეუძლიათ საქართველოს უვიზოდ ესტუმრონ

იორდანიის მოქალაქეებს საქართველოში უვოზოდ ჩამოსვლა შეუძლიატ, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს იორდანიის მოსანახულებლად შეუძლიათ ერთჯერადი ვიზა საზღვარზე მიიღონ. ქვეყანაში შესვლის ღირებულება 60 აშშ დოლარს შეადგენს. 

საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები  1994 წლის 6 აპრილს დამყარდა.

ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ვითარდება როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. 2004 წლიდან იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ფუნქციონირებს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა. ბოლო წლებში განხორციელდა არაერთი სხვადასხვა დონის, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტი, როგორც იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ისე საქართველოში.

საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფო ასევე თანამშრომლობენ პარლამენტთაშორის დონეზე.

უკანასკნელი წლების განმავლობაში ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ვითარდება ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ტურიზმის სფეროებში.


ყველა ახალი ამბავი
0