ნატოს წარმომადგენელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ქალების როლზე ისაუბრებს

© Ministry of Defence of Georgiaთავდაცვის სამინისტროს შენობა
თავდაცვის სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოში თანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელებს.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების ახალი გამოწვევების საკითხებში ჯეიმი ში საქართველოში ვიზიტის მსვლელობისას შეხვედრებს გამართავს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან და ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ქალის როლის საკითხზე იმსჯელებს, იუწყება თავდაცვის სამინისტრო.

ჯეიმი ში თბილისში ოთხშაბათს, გამთენიისას ჩამოვიდა. ის გამართავს სამუშაო შეხვედრას თემაზე „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში: საორგანიზაციო შეფასება".

„ნატო–საქართველოს პარტნიორობის კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ორმხრივი კონსულტაციები გაიმართება. ვიმსჯელებთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის", — განაცხადა შიმ.

მიხეილ ჯანელიძე და იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
სტოლტენბერგი: საქართველოსთან პარტნიორობა ნატოსთვის მნიშვნელოვანია

შეხვედრაზე მხარეები შეეხებიან აგრეთვე ნატოს სამიტს, რომელიც 11-12 ივლისს ბრიუსელში გაიმართება.

„თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განვიხილავთ ალიანსის პარტნიორებთან თანამშრომლობის ერთ-ერთ მთავარ პროგრამას „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებითვის". ვიმსჯელებთ ასევე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ქალების როლის საკითხზე და ქართულ მხარეს ამ მხრივ ნატოს გამოცდილებას გავუზიარებთ", — აღნიშნა შიმ.

დაგეგმილია ასევე ჯეიმი შის შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საქართველო–ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" წევრი გახდა. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან უფრო ინტენსიური გახდა. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსში გამართულ სამიტზე საქართველოს ნატოს წევრობისკენ სწრაფვის მხარდამჭერ ღონისძიებათა პაკეტი დამტკიცდა.

ყველა ახალი ამბავი
0