დეპუტატებმა ტელეფონები გამორთეს – დაზვერვის უფროსი პარლამენტში გამოცხადდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს დაზვერვის სამსახურის საქმიანობასა და მომავლის გეგმებს აცნობენ.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის დავით სუჯაშვილის საინფორმაციო ბრიფინგი პარლამენტში დახურულ კარს მიღმა და უცხო პირების გარეშე მიმდინარეობს.

შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა კოლეგებს ტელეფონების გამორთვა სთხოვა. სუჯაშვილი სიტყვით გამოდის თავდაცვისა და უშიშროების, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

„მინდა გთხოვოთ, პატივი ვცეთ ერთმანეთს და როდესაც ასეთ შეხვედრებზე შევიკრიბებით, აუცილებლად გამორთოთ ტექნიკური საშუალებები. მე ამის პირველი მაგალითი ვიქნები. ასევე მინდა გითხრათ, რომ ვთხოვე პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოგვიყოს ერთი სათათბირო დარბაზი პარლამენტის შენობაში, სადაც უკეთესი აღჭურვილობა იქნება და შესაბამისი დაცვის უფრო მაღალი საფეხური გვექნება, რათა, ასე ვთქვათ, დავიცვათ ის ნორმები, რომელსაც მოითხოვს კანონი „საიდუმლოს შესახებ" და ეს უბრალოდ ჩემი ან ვინმეს მოთხოვნა არ არის“, – მიმართა სესიაშვილმა დეპუტატებს.

რუსთაველის გამზირი - Sputnik საქართველო
გადაიფიქრეს: დაზვერვის სამსახური დამოუკიდებელი დარჩება

დაზვერვის სამსახურის უფროსი დეპუტატებს ჩატარებული სამუშაოსა და მომავლის გეგმების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.

დაზვერვის სამსახურის ისტორია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წლიდან იწყება. საქართველოს დაზვერვის სამსახური დამოუკიდებელი უწყება 1997 წლის 19 სექტემბერს გახდა — ეს დღე ოფიციალურად მზვერავის დღედ გამოცხადდა. 2004 წელს ეს სამსახური შსს-ს დაქვემდებარებაში დაბრუნდა, თუმცა რამდენიმე თვეში, 2005 წლის 24 იანვარს კვლავ დამოუკიდებელი უწყება გახდა.

2013 წლის 20 სექტემბრიდან საქართველოს დაზვერვის სამსახური უშუალოდ პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება და აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების უწყებას წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0