შეხვედრები მიუნხენში: კვირიკაშვილი ბიზნეს-კონტაქტებს ამყარებს

© FB / Giorgi Kvirikashviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ-მინისტრმა მსხვილი გერმანული და საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელები საქართველოში მიიწვია

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციაში ფარგლებში მსხვილი საერთაშორისო და გერმანული კომპანიების წარმომადგენლებს  შეხვდა, ნათქვამია პრემიერის Facebook-გვერდზე.

მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ ოფიციალურ ვახშამზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მსხვილი საერთაშორისო და გერმანული კომპანიების წარმომადგენლებს  შეხვდა. პრემიერმა ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და განხორციელებული რეფორმები გააცნო.

ოფიციალურ ვახშამს 30-ზე მეტი წამყვანი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

ორსართულიანი სამგზავრო მატარებელი თბილისი-ბათუმი - Sputnik საქართველო
საქართველოში Stadler-ის ვაგონებს გამოუშვებენ

გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო ბიზნესწრეების წარმომადგენლებს საქართველოს რეგიონულ ეკონომიკურ ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალსა და მიმდინარე მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე ესაუბრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო არის პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც ევროკავშირის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის, დსთ-სა და მეზობელი სახელმწიფოების გარდა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება აქვს გაფორმებული ჩინეთთან და მუშაობს ასეთივე ხელშეკრულების გაფორმებაზე ინდოეთთან, ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრმა მსხვილი გერმანული და საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელები საქართველოში მიიწვია, რათა ისინი პირადად გაეცნონ შესაძლებლობებს, რომელსაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს.

მანამდე პრემიერი შვეიცარიული კომპანია Stadler Rail AG-ის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილებოდა თბილისში ვაგონმწარმოებელი ქარხნის მშენებლობის დეტალები. კომპანიის დირექტორმა პიტერ შპულერმა მთავრობის მეთაურს მოძრავი შემადგენლობების წარმოების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და დაგეგმილი სამუშაოები გააცნო.

იგეგმება, რომ ახალი წარმოება ვაგონებს არამარტო რკინიგზისთვის, არამედ მეტროსთვისაც გამოუშვებს. ვარაუდობენ, რომ ქარხანა საექსპორტო შეკვეთებზეც იმუშავებს.


ყველა ახალი ამბავი
0