ოფიციალური ცერემონიები და არაფორმალური შეხვედრები – მარგველაშვილი ლიტვაშია

© FB / Giorgi Margvelashviliსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის გამოცხადების იუბილეს დაესწრო.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლიტველ კოლეგა დალია გრიბაუსკაიტეს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილე მიულოცა, ნათქვამია პრეზიდენტის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტი ლიტვაში საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით სამუშაო ვიზიტით ხუთშაბათს გაემგზავრა.

მარგველაშვილმა ქვეყნების ლიდერებისთვის ლიტვის პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ოფიციალური დახვედრის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს პრეზიდენტმა ლიტვის რესპუბლიკის სასახლეში საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა და ევროპელ ლიდერებთან არაფორმალურ გარემოში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში მათი მონაწილეობის საკითხი განიხილა.

მარგველაშვილმა ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი თორლასიუს იოჰანესონი საქართველოში მოიწვია. არაფორმალურ შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის მეგობრობისა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. მათ განიხილეს ურთიერთობების გააქტიურების შესაძლებლობები როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და ბიზნეს-მიმართულების თვალსაზრისით.

საულიუს სკვერნელისი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
რა საკითხებზე იმსჯელეს საქართველოსა და ლიტვის პრემიერებმა

არაფორმალური შეხვედრების შემდეგ საზეიმო ღონისძიებები სიმონ დაუკანტასის სახელობის მოედანზე დაიწყო, სადაც ბალტიის სახელმწიფოების — ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის დროშების აღმართვის ცერემონია გაიმართა. ცაში ნატოს საჰაერო პოლიციის გამანადგურებლები გამოჩნდა და სამი საპატიო საარტილერიო გასროლა განხორციელდა.

საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობენ ასევე უკრაინის, პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთის, ფინეთის პრეზიდენტები, შვედეთის ხელისუფლების და ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლები.

საქართველომ და ლიტვამ დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 16 სექტმბერს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის სფეროებში. 2017 წელს ქვეყნებს შორის არსებულმა საქონელბრუნვამ 80,6 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

ყველა ახალი ამბავი
0