09:52 14 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0517
  • 100 RUB4.0048
  • USD2.7155
სამხედრო წვრთნები

რამდენს დახარჯავს საქართველო სამხედრო ავიაციის განვითარებაზე

© FB / Ministry of Defence of Georgia
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს თავდაცვა (129)
88 0 0

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო ავიაციის განვითარება თავის ერთ–ერთ პრიორიტეტად დაასახელა

თბილისი, 15 თებერვალი  — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო ავიაციის მოდერნიზებასა და განახლებაზე 23 მილიონი ლარი გამოყო, განაცხადა თავდავის მინისტრმა ლევან იზორიამ.

იზორიამ 2016 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს სამხედრო–საჰაერო ძალების რეოფრმირება იქნება. მისი თქმით, საქართველო უპილოტო საფრენი აპარატების აქტიურ გამოყენებას აპირებს; ასევე გეგმავს თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მოდერნიზაციასა და ახალი თაობის აღჭურვილობით განახლებას.

„ავიაციის განვითარებაც ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჩვენ ამ მიზნის განვითარებისთვის 23 მილიონი გამოვყავით და ამერიკული მხარე გვპირდება ასევე დამატებით დახმარებას იმისთვის, რომ მოხდეს ავიაციის მოდერნიზება და განახლება“, – განაცხადა იზორიამ.

ასევე პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს საჰაერო ძალების აღჭურვა ნატოს სტანდარტების ცეცხლსასროლი იარაღით.

2017 წლის მაისში საქართველო საბჭოური ტყვიამფრქვევების ПКМ ამერიკული ანალოგებით – M-240 ეტაპობრივ ჩანაცვლებას შეუდგა, ხოლო ერთი წლით ადრე სამხედრო ძალებმა უარი თქვეს კალაშნიკოვის ავტომატების, როგორც ძირითადი სასროლი იარაღის გამოყენებაზე და უპირატესობა ამერიკულ M4A1–ს მიანიჭეს.

„ცხრა სამანევრო ბატალიონი მიიღებს ნატოს შესაბამის აღჭურვილობას. ეს პროცესი დაიწყო. გასულ წელს მივიღეთ ასეულობით ტყვიამფრქვევი, მივიღეთ ათასობით ავტომატი უკვე წელს. სხვა დეტალებზე ვერ მოგახსენებთ, რადგანაც ეს გარკვეულწილად საიდუმლოების შემცველი ინფორმაციებია“, – აღნიშნა იზორიამ.

თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტი 802 მილიონი ლარია. აქედან 20%–ზე მეტი შეიარაღებაზე დაიხარჯება.

ქართულ არმიაში მასშტაბური რეფორმები მას შემდეგ დაიწყო, რაც მინისტრის პოსტი 2016 წლის აგვისტოში ლევან იზორიამ დაიკავა. ცვლილებები შეეხო შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს, ოფიცერთა შემადგენლობას, ასევე საბრძოლო ქვედანაყოფების სტრუქტურას.


თემები:
საქართველოს თავდაცვა (129)

მთავარი თემები