პრემიერი: საქართველოს მეგობრებმა უნდა იცოდნენ ქვეყანაში რეფორმების წარმატებების შესახებ

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის დროს დადასტურდა საქართველოს განვითარების, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ–ის მხარდაჭერა

თბილისი, 15 თბერვალი — Sputnik.  საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ–ში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ვიზიტი შეაჯამა და მას მნიშვნელოვანი და წარმატებული უწოდა.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე შეხვდა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს პოლ რაიანს, ასევე არაერთ კონგრესმენს, სენატორს. გარდა ამისა, კობახიძეს ძალიან საინტერესო გამოსვლა ჰქონდა ჯონ ჰოპკინსის უნივერისტეტში.  

მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
ნატოში გაწევრიანება ტერიტორიების ფასად? საქართველოში Heritage-ის ანგარიში შეაფასეს

 „მნიშვნელოვანია, რომ ყველა შეხვედრაზე იყო საუბარი იმ პოზიტიურ რეფორმებსა და ძვრებზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს.  მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეგობრებმა, როგორც უმნიშვნელოვანესმა მონაწილეებმა ამ პროგრესის, იცოდნენ და ადასტურებდნენ საქართველოში მიმდინარე რეფორმების წარმატებას… კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს ვიზიტი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

კობახიძის ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს განვითარების, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ–ის მხარდაჭერა.

საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 23 აპრილს დაამყარეს. 2009 წელს ქვეყნებმა ვაშინგტონში ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას საქართველოსა და აშშ-ს შორის, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორული კავშირებისა და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, საქართველოს ხელისუფლებამ აშშ–თან მჭიდრო ურთიერთობის გაღრმავების შესახებ განაცხადა. გასული წლის მაისში ვაშინგტონში აშშ–ის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა შედგა.

 

ყველა ახალი ამბავი
0