კობახიძე: სააკაშვილს საქართველოში დეპორტაციის შემთხვევაში დააკავებენ

© Government of Georgiaსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-ში განმარტა, თუ რატომ ელოდება ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ციხე სამშობლოში

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დეპორტაციის შემთხვევაში მას დააპატიმრებენ, რადგან უკვე არის სასამართლოს განაჩენი, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აშშ-ში, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში.

სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა. სამშობლოში მის დაუსწრებლად რამდენიმე საქმის გარჩევა მიმდინარეობს. 2018 წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის (სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით) სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხს, მას სუსტი პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს. პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენ არ გვაინტერესებს, სად იქნება სააკაშვილი — საქართველოში თუ უკრაინაში. ჩვენს ქვეყანაში გაიმართა სასამართლო პროცესი მის წინააღმდეგ. არის სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს, რომ თუ სააკაშვილის საქართველოში დეპორტაცია მოხდება, მას დააპატიმრებენ", — განაცხადა კობახიძემ.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილმა საქართველოში გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრა

საქართველომ უკრაინას სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის თხოვნით არაერთხელ მიმართა.

გირგვლიანის მკვლელობის საქმე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებულია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად იმის გამო მიუსაჯა, რომ მან 2008 წელს "გაერთიანებული საქართველოს ბანკის" თანამშრომლის 2006 წელს მომხდარი მკვლელობისთვის მსჯავრდებულები შეიწყალა. სასამართლომ აღიარა, რომ შეწყალების სახელმწიფო კომისიის გვერდის ავლით სააკაშვილის მხრიდან მსჯავრდებულების შეწყალება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება იყო. პრეზიდენტს გააჩნია უფლება შეწყალების საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

სასამართლოს მოტივირებული დასკვნის თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მოწმობს იმას, რომ გირგვლიანის საქმეში მსჯავრდებულების გათავისუფლებით, სააკაშვილმა მათთვის ადრე მიცემული დაპირება შეასრულა და ამან დაღუპულის ოჯახის წევრების უფლებები და საქართველოს სახელმწიფო ინტერესები დაარღვია.

ამჟამად მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში იმყოფება და პეტრო პოროშენკოს ხელისუფლების შეცვლას ცდილობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0