„შემაშფოთებელი სტატისტიკა" – კალაძე თბილისში მიმდინარე უკანონო მშენებლობებზე

© Sputnik / Levan Avlabreliმშენებლობა
მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქში მშენებლობების მკაცრად გაკონტროლებას გეგმავს

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. თბილისში სამშენებლო სამართალდარღვევების სტატისტიკა შემაშფოთებელია, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

2017 წლის 20 ნოემბრიდან 2018 წლის 17 იანვრის ჩათვლით ზეპირი გაფრთხილება 200–ზე მეტმა სამშენებლო ობიექტმა მიიღო. უსაფრთხოების ნორმებისა და სამშენებლო პროექტის დარღვევებზე  სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება 126 ობიექტის მიმართ დაიწყო. დარღვევით მიმდინარე სამუშაოების გამო შეჩერდა 54 ობიექტის მშენებლობა, ხოლო ჯარიმების საერთო მოცულობამ   627 ათასი ლარი შეადგინა, ასეთია საქალაქო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემები.

 „შემაშფოთებელია ის ფაქტები, რასაც ჩვენი ზედამხედველობის სამსახური  ყოველდღიურად აწყდება. ციფრები, რომელიც მე წარმოვადგინე, საგანგაშოა და ჩვენ, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში უნდა დავუხაროთ თავი ამ გამოწვევებს, პირიქით, უნდა მოვაწესრიგოთ ეს მიმართულება. ჩვენ ვზრუნავთ იმ ადამიანებზე, რომლებიც კონკრეტულ მშენებლობებზე მუშაობენ, მათ უსაფრთხოებაზე და ასევე, არავითარ შემთხვევაში დავუშვებთ, რომ მიწები დაიტაცონ და უკანონო  მშენებლობები წამოიწყონ. ამიტომ, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ბატონ გიორგი ბაგრატიონს, რომ რეაგირების გარეშე არ დავტოვოთ სამშენებლო სამართალდარღვევის არცერთი ფაქტი“, — განაცხადა კახა კალაძემ. 

ღამის თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისის მერია ამხანაგობების დაფინანსების პრინციპს ცვლის

სახელმწიფო აუდიტის სამსახური გეგმავს შემოწმებას, 2018 წელ თბილისის მერია თუ ვის და როგორ მისცემს მშენებლობის ნებართვას. უწყების მოანცემებით, ასეთი გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ის, რომ თბილისში მშენებლობები სტიქიურად მიმდინარეობს, ხშირად იცვლება ფუნქციონალური ზონები, ასევე ნებართვის გაცემის შემდეგ მშენებლობის კოეფიციენტები.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, კიდევ ერთ საფუძველს უკანონო მშენებლობების დაწყება წარმოადგენს, რამდენადაც ჯარიმა ამ შემთხვევაში ძალზე დაბალია და ხშირად არ გამოიყენება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ასევე მიუთითებს, რომ მშენებლობის ნებართვის გამცემი საბჭოს მოღვაწეობა არ არის გამჭვირვალე და უზრუნველყოფილი ერთეული კრიტერიუმებით, რომლებიც პროექტის დამტკიცებისთვისაა საჭირო.


ყველა ახალი ამბავი
0