საქართველოს პრეზიდენტი 2018 წლის არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

© FB / Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მმართველი პარტია ფასეულობების ღალატში დაადანაშაულა

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2018 წლის შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ გამორიცხა.

ეს საქართველოს პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი არჩევნები იქნება.

„მოდი, აქვე ვთქვათ, რომ მე დღეს ამ განცხადებას არ გავაკეთებ; ჩემი პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. ჩემი პოლიტიკური მოსაზრებები განპირობებულია ჩემი უაღრესი სიყვარულით ჩემი ქვეყნის მიმართ", — განაცხადა მარგველაშვილმა ტელეკომპანია Rustavi2-თან ინტერვიუში.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
რატომ გამოიყენა პრეზიდენტმა ვეტო: მარგველაშვილის განმარტება

ამასთან, კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ის არჩევნებში მონაწილეობას, მარგველაშვილმა უპასუხა: „მოქმედი პრეზიდენტი არასდროს არ გამორიცხავს ხოლმე ასეთ რამეს".

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საკუთარი ფასეულობებიდან გამომდინარე, ღიად განაცხადა, რომ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს.

„რომელს შეუძლია ჩემთვის რაიმეს წარდგენა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" თუ „ქართული ოცნებიდან"? „ევროპული საქართველო" ახლა გაემიჯნა მიშას, წასული რომ არის მიშა უცხოეთში. მაშინ ვერავინ ბედავდა წასვლას, აქ რომ იყო. თუ „ქართული ოცნება" წარმიდგენს მე რამეს?" — განაცხადა მარგველაშვილმა.

ასეთი კომენტარი გააკეთა პრეზიდენტმა წამყვანის სიტყვებზე, რომ ბევრი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს გადაწყვეტილების მისაღებად სითამამე არ ჰყოფნის.

ამასთან, მარგველაშვილმა მმართველ პარტიას ფასეულობების ღალატში დასდო ბრალი.

საქართველოს პრეზიდენტი - Sputnik საქართველო
მარგველაშვილი: მომავალში ყველა პრეზიდენტობის კანდიდატს ჰკითხავენ - შეხვალ? გაბედავ?

„გუნდის ცვლილება კი არ არის პრობლემა, არამედ ღირებულებების ცვლილებაა პრობლემა. როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ არ შეიძლება ადამიანების ციხეში ჩასმა იმის გამო, რომ ორი ქათამი მოიპარა და ოცი წელიწადი არ უნდა მისცე. ამის მერე შენ მე არ უნდა მაკრიტიკებდე ადამიანების ციხიდან გამოშვებაზე. როცა ვამბობდით, რომ "ნუ გვისმენ", ამის მერე შენ მე არ უნდა მაკრიტიკებდე, რომ მე არ მომწონს კანონი მოსმენების შესახებ", — განაცხადა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილი მიღებული გადაწყვეტილებების გამო არაერთხელ გააკრიტიკეს. განხეთქილება მარგველაშვილსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას" შორის 2013 წელს დაიწყო, როდესაც მან უარი არ თქვა პრეზიდენტის სასახლეზე. მოგვიანებით დაპირისპირება სხვა საკითხებთან დაკავშირებით კიდევ უფრო გაღრმავდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0