06:13 23 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1013
  • 100 RUB4.1338
  • USD2.6951
საქართველოს სახელმწიფო დროშის ეტალონის აღმართვის ცერემონია

პრეზიდენტმა სახელმწიფო დროშის ეტალონი აღმართა

© FB / Giorgi Margvelashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრეზიდენტი (113)
22 0 0

პრეზიდენტმა სახელმწიფო დროშის აღმართვა დღეს ყველა სამთავრობო დაწესებულებაში შესთავაზა

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო დროშის ეტალონი აღმართა, ნათქვამია პრეზიდენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ეზოში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ასევე საქართველოს ეროვნული გმირების — გიორგი ანწუხელიძისა და ზაზა დამენიას შვილებმა. სახელმწიფო ჰიმნი ანსამბლმა „შავნაბადა" შეასრულა.

„მე მინდა, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მოუწოდო, რომ შეუერთდნენ საქართველოს პრეზიდენტის ამ ინიციატივას და დღეს სიმბოლურად გადმოკიდონ ან აღმართონ დროშები საკუთარ სახლებზე. ასევე, მე მინდა ვთხოვო და მივმართო საქართველოს პრემიერმინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელებს, რომ შეუერთდნენ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას და სახელმწიფო უწყებებზე, ყველა შესაძლო ადგილზე სახელმწიფო სტრუქტურებში სიმბოლურად აღმართონ დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშა", — აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

დროშის აღმნართვის ცერემონია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება. კახეთში სახელმწიფო დროშა უჯარმის ციხეზე აღიმართება. ცერემონია ასევე მცხეთაში, გორში, ქუთაისსა და სენაკში გაიმართება.

საქართველოს დროშაზე თეთრ ფონზე ხუთი წითელი ფერის ჯვარია გამოსახული, რომელიც იესო ქრისტესა და ოთხი მახარობლის სიმბოლოს წარმოადგენს.

კანონი „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა 2004 წლის 14 იანვარს დაამტკიცა. 

 

 

თემები:
საქართველოს პრეზიდენტი (113)

მთავარი თემები