კარასინი: ნატოსთან თანამშრომლობა საქართველოს უსაფრთხოებას არ გაამყარებს

© AP Photo / Salvatore Di Nolfiრუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოვი წუხს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან კავშირებს აღრმავებს

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. ნატოსთან თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს მილიტარიზაცია ქვეყნის უსაფრთხოებას არ ამყარებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა РИА Новости-სთან ინტერვიუში.

საქართველომ და ვაშინგტონმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა 2016 წლიდან გააღრმავეს. 2018 წლის გაზაფხულიდან სტარტს აიღებს თავდაცვითი მზადყოფნის პროგრამა, რომელიც აშშ-ის მხარდაჭერით განხორციელდება. გარდა ამისა, მიმდინარე წლის ნოემბერში ამერიკულმა მხარემ საქართველოსთვის Javelin-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიწოდების გადაწყვეტილება მიიღო.

ჯაველინი - Sputnik საქართველო
გადაწყდა: აშშ საქართველოს Javelin-ის სარაკეტო კომპლექსებს მიჰყიდის

„აშშ-ისა და ნატოს სხვა წევრების ძალისხმევა საქართველოს მილიტარიზაციის კუთხით რეგიონში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. სამწუხაროა, რომ მეზობლებთან ურთიერთობების მოგვარების ნაცვლად, თბილისი აქტიურად ჩაერთო რუსეთის „შეკავების“ ნატოსეული სტრატეგიის რეალიზაციაში. საქართველოს უსაფრთხოებას ეს აშკარად არ გაამყარებს“, — განაცხადა კარასინმა.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა. თბილისმა დიპლომატიური კავშირები მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

საქართველო-ნატოს ინსტიტუციონალური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამა  „პარტნიორობა მშვიდობისათვის" წევრი გახდა.  „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან უფრო ინტენსიური გახდა. 2011 წელს საქართველომ ნატოს  „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსში გამართულ სამიტზე საქართველოს ნატოს წევრობისკენ სწრაფვის მხარდამჭერ ღონისძიებათა პაკეტი დამტკიცდა.

საქართველო-ნატოს სულ უფრო მზარდ თანამშრომლობას რუსეთი განიხილავს როგორც რეგიონში სტაბილურობის საფრთხეს. რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ გამოხატა შეშფოთება საქართველოს ტერიტორიაზე გამართული ალიანსის წვრთნების გამო.


ყველა ახალი ამბავი
0