04:28 22 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0854
  • 100 RUB3.9340
  • USD2.6216
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი

კვირიკაშვილის მთავრობა პარლამენტის წინაშე მესამედ წარდგება

© FB / Giorgi Kvirikashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს მთავრობის ტრანსფორმაცია (44)
18 0 0

პარლამენტი მთავრობის ნდობის ვოტუმის განხილვას ხუთშაბათს დაიწყებს

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის კომიტეტები 20 დეკემბერს იწყებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის, მინისტრთა კაბინეტისა და მთავრობის პროგრამის ნდობის საკითხის განხილვას — გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს სხდომაზეა მიღებული.

საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება გახდა აუცილებელი მას შემდეგ, რაც „მთავრობის სტრუქტურისა და უფლებამოსილების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები ამოქმედდა. კანონის თანახმად მთავრობას 16 სამინისტროსა და ორი სახელმწიფო მინისტრის ნაცვლად 13 მინისტრი და ერთი სახელმწიფო მინისტრი ეყოლება.

განახლებული მთავრობის ნდობის გამოცხადება რიგგარეშე სესიაზე 21 დეკემბერს მოხდება.

ახალ მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნება: ენერგეტიკის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, სოფლის მეურნეობის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.  

ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეუერთდა, ისევე, როგორც სასარგებლო წიაღისეულის მართვის სფერო, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროში შედიოდა. გარემოს დაცვის სამინისტროს დანარჩენი ნაწილი სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გაერთიანდა და ახალ — გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდ იქცა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გაუქმდა. სპორტის სფერო გადაეცა კულტურის სამინისტროს, ხოლო ახალგაზრდობის სფერო — განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდა.

პრემიერ-მინისტრის რანგში კვირიკაშვილმა პარლამენტის ნდობა პირველად 2015 წლის დეკემბერში მიიღო, მეორედ — 2016 წლის ნოემბერში.

როგორ შეიცვალა საქართველოს მთავრობა
© Sputnik / Maria Tsimintia
როგორ შეიცვალა საქართველოს მთავრობა


თემები:
საქართველოს მთავრობის ტრანსფორმაცია (44)

მთავარი თემები